ტერ შტეგენის ახალი კონტრაქტი "ბარსელონასთვის" პრიორიტეტი უნდა იყოს - ბოიან კრკიჩი

  • 2-08-2020, 01:00
  • ტერ შტეგენის ახალი კონტრაქტი "ბარსელონასთვის" პრიორიტეტი უნდა იყოს - ბოიან კრკიჩი

    "ბარსელონას" ყოფილი და კანადური "მონრეალ იმპაქტის" ამჟამინდელი ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე საუბრობს.

    "ამ ზაფხულში, გერმანელი მეკარისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება "ბარსას" პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან კლუბში ტერ შტეგენის ამჟამინდელი როლი, ისევე, როგორც მომავალი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია.

    შემტევთან ერთი-ერთზე თამაშისას, მარკი მას კუთხეს სწრაფად უზღუდავს და მცირე სივრცეს უტოვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იმ მეკარეთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც ცდილობენ, რომ თავდამსხმელის ქმედებები გამოიცნონ.

    ამასთანავე, გერმანელს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია და ცუდი მატჩების ჩატარების შემთხვევაშიც კი, კამერების წინ გუნდის შეცდომებზე საუბრის არ ერიდება.

    ყველა ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არ მჯერა, რომ "ბლაუგრანა" ტერ შტეგენს წასვლის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ვფიქრობ, მარკი ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად წევრებს შორის ყოფნას იმსახურებს", - წერს ბოიანის Diario Sport-ზე.

    შეგახსენებთ, 28 წლის მეკარეს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას ჯერ კიდევ არ მიუღწევია, რაც, დიდი ალბათობით, მისმა ფინანსურმა მოთხოვნებმა განაპირობა. ამჟამად, ტერ შტეგენი წელიწადში მხოლოდ 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც სხვა მსოფლიო კლასის მეკარეების ხელფასთან შედარებით, სასაცილოდ დაბალია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    2 აგვისტო 2020 02:00

    უკიდურეს შემთხვევაში-თუ ტერ-შტეგენმა გუნდი დატოვა,გუნდისთვის პრიორიტეტული კეპა არისაბალაგას მოყვანა უნდა იყოს

    0
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    პარტნიორები
    Flashscore.ge