ჟოზეპ მარია ბართომეუს ინტერვიუ

  • 1-08-2020, 22:54
  • ჟოზეპ მარია ბართომეუს ინტერვიუ

    Sport-თან ინტერვიუში, "ბლაუგრანას" პრეზიდენტი კლუბის ამჟამინდელ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

    მან ყურადღება არტურის გარშემო არსებულ გაურკვევლობასა და ანსუ ფატის კონტრაქტზე გაამახვილა.

    "არტურის მსგავსი საქციელი, პირველ რიგში, თანაგუნდელების უპატივცემულობაა. გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობა უნდა."

    "ჩვენ არტურის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ, რადგან მის საქციელს გამართლება არ მოეძებნება. დარეკა და თქვა: "მე არ დავბრუნდები, ბრაზილიაში ვრჩები." ამის უფლება მისთვის არავის მიუცია."

    "მწვრთნელის შეცვლაზე საერთოდ არ გვიფიქრია. ვიცი, რომ გარკვეული ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ სეტიენი 2 თამაშს ვერ მოიგებდა, მას პიმიენტათი ჩავანაცვლებდით. თუმცა, ეს საკითხი არც კი განხილულა."

    "ჯერ არავისთან არ გვისაუბრია. მათ შორის არც ლორან ბლანთან. ჩავისთან პირადად მე ვისაუბრე, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან თავის გუნდთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა. ის სწორედ მაშინ დაბრუნდება, როდესაც თავს ამისათვის მზად ჩათვლის."

    "ანსუ? ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა, ზოგიერთი კლუბი მის მიმართ ინტერესს იჩენდა. მიუხედავად ამისა, "ბარსას" პასუხი იყო "არა," ანსუ არ იყიდება. ის კლუბისთვის შეუცვლელია."

    "არტურს უკეთესი კონტრაქტის პირობები ჰქონდა სხვებისაგან, რის მსგავსსაც ჩვენ ვერ შევთავაზებდით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სატრანსფერო ოპერაციებზე მუშაობა."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    2 აგვისტო 2020 13:36

    ანუ რატო? რატოარის ეს კაცი ბარსას პრეზიდენტი????????????

    1
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    2 აგვისტო 2020 01:55

    წავა ბართო,წავა აბა რას იზაამს... ერთადერთი ვისი წინააღმდეგიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვარ ეს არის სანდრო როსელი,ხოლო ვიქტორ ფონტისა და ჟოან ლაპორტას კანდიდატურა სრუილად მისაღები და ვფიქრობ პროგრესულია...
    არტურის საქციელს გამართლება არ აქვს

    2
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია
    Don_Andresito [?]

    2 აგვისტო 2020 00:26

    მოუხშირა კრისამ ინტერვიუებს. არჩევნები მოდის თორე ადრე არც არავის არაფერს ეუბნებოდა, არ ეკიდა ჩმორი კატალონიელების აზრი? გააქტიურებულია, თუ კიდე მოიგო არჩევნები წარმატებებს ვუსურვებ ბარსას საფლავისკენ მიმავალ გზაზე

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge