"ნაპოლისთან" მატჩისთვის უსმან დემბელე, შესაძლოა, კონრად დე ლა ფუენტემ ჩაანაცვლოს - ESPN

"ნაპოლისთან" მატჩისთვის უსმან დემბელე, შესაძლოა, კონრად დე ლა ფუენტემ ჩაანაცვლოს - ESPN

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი 8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ეგიდით "ნაპოლისთან" გასამართი განმეორებითი მატჩისთვის, რამდენიმე ფეხბურთელს მოისაკლისებს.

ESPN-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დანაკლისი, შესაძლოა, უსმან დემბელე იყოს, ვინაიდან, ფრანგი 100%-ით მზად ჯერ კიდევ არაა. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მარტინ ბრეითუეიტი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე დარეგისტრირებული არაა, დანიელს ევროასპარეზზე მონაწილეობის უფლება არ აქვს. შესაბამისად, კიკეს, უსმანის შემცვლელად, შეტევაში მოთამაშე სჭირდება.

წყაროს თანახმად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, შანსი "ბარსა ბ-ს" ამერიკელ თავდამსხმელს, კონრად დე ლა ფუენტეს მიეცეს, რომელიც საკმაოდ იმედისმომცემი ახალგაზრდაა. 19 წლის შემტევი უმეტესად მარცხენა გარემარბად ასპარეზობს, თუმცა თამაში ცენტრალურ თავდამსმელად და მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია.

გარდა ამისა, სარეზერვო გუნდის წევრმა მიმდინარე სეზონში, "ბარსა ბ-სა" და "ბლაუგრანას" 19-წლამდელთა რიგებში, 11 მატჩში თავი 6 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, იტალიურ კლუბთან შეხვედრაში კატალონიელებს ასევე სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი - დისკვალიფიკაციის, სამუელ უმტიტი და რონალდ არაუხო კი ტრავმის გამო დააკლდებათ, ხოლო არტური აჯანყებული გახლავთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 2 აგვისტო 2020 20:59
    0
    ოჰოო სერიოზული განაცხადია, ველი ამ ბიჭს და ბევრი ტალანტი გვეზრდება.. პიანიჩის ბენტანკურის რაკიტიჩის ვიდალის ადილს იკავებენ ტყუილად .. ბენტანკურს რას ვერჩი მარა უმიზნებენო და რავიცი რავიცი