2 გზა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სეტიენმა ფილიპე კოუტინიო

2 გზა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სეტიენმა ფილიპე კოუტინიო

კიკე სეტიენი ფილიპე კოუტინიოს სათამაშო სტილით მოხიბლულია და უთქვამს კიდეც, რომ მის დაბრუნებას მიესალმება. ბრაზილიელი "ბარსელონაში" ჩემპიონთა ლიგის დასრულებისთანავე დაბრუნდება, რის შემდეგაც კლუბს ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს, სანამ მის მომავალს გადაწყვეტს. ახლა კი, Tribuna.com გვთავაზობს 2 ვარიანტს, თუ, "ბლაუგრანაში" დარჩენის შემთხვევაში, როგორ უნდა გამოიყენოს გამოცდილმა სპეციალისტმა 28 წლის ნახევარმცველი, რათა მან ჩვეული ფორმა დაიბრუნოს.

ცენტრალურ ნახევარმცველად დაყენება

"ფილი" თავდაპირველად ანდრეს ინიესტას შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა, კატალონიელთა იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ხსენებულ გეგმას ზურგი აქცია და კოუტინიოს ფლანგზე გამოყენება გადაწყვიტა, ხოლო მისი თანამემამულე, არტურ მელო მარცხენა ცენტრალურ ნახევარმცველად გაამწესა.

მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელის (არტურის) "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ, ნახევარდაცვაში ადგილი გათავისუფლდა, რომელიც, შესაძლოა, ფილიპემ შეავსოს. უსმან დემბელეს ფლანგზე ყოფნისას, ბრაზილიელი სივრცეების საკმაო რაოდენობას წააწყდება, რაც მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და შესანიშნავი დარტყმის განხორციელების საშუალებას მისცემს. მოგეხსენებათ, ამ ასპექტში (შორიდან დარტყმები) "ბარსა" არც ისე ძლიერია, მისი გაუმჯობესება კი, თავდაცვაზე ორიენტირებულ გუნდებთან, კატალონიური გრანდისთვის დამატებითი იარაღი იქნება.

შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გამწესება

კიკე სეტიენმა 4-4-2 სქემა უკვე გამოიყენა და, შეიძლება ითქვას, ამ ტაქტიკამ უფრო გაამართლა, ვიდრე - პირიქით.
ამ ფორმაციაში ორ გამოკვეთილ თავდამსხმელებს ლეო მესი და ანტუან გრიზმანი წარმოადგენენ, მათ უკან კი ფილიპე კოუტინიო იმოქმედებს, რომელიც შეტევას გააძლიერებს.

მაშინ, როცა წინა ხაზში მოასპარეზე ფეხბურთელებს ზურგს სოლიდური ნახევარდაცვა (სერხიო ბუსკეტსის, მირალემ პიანიჩისა და ფრენკი დე იონგის შემადგენლობით) გაუმაგრებს, ისინი თავს უფრო მშვიდად იგრძნობენ, შავ სამუშაოზე არ იფიქრებენ და გოლის გასატანად მეტი ვარიანტი ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 2 აგვისტო 2020 21:55
    0
    როგორ უნდა გამოიყენოს გამოცდილმა სპეციალისტმა 28 წლის ნახევარმცველი,

    ეს კიკეა ბარსას დონის გამოცდილი სპეციალისტი? 😕 კარგად ღადაობთ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 აგვისტო 2020 13:21
    0
    კიკე სეტიენმა 4-4-2 სქემა უკვე გამოიყენა და, შეიძლება ითქვას, ამ ტაქტიკამ უფრო გაამართლა, ვიდრე - პირიქით.
    პირიქით რომელია 2-4-4 ?

    ციტატა: Arthur008
    მე-2 უმაგრესია

    ანუ კოუტინიო უკვე სუარესის ადგილს დაიკავებს? და მაინც თავდასხმაში?
    ფანი [?]
    #5 2 აგვისტო 2020 02:59
    1
    მეორე იმენა ოცნებაა, სამივე გაუცვლიან ადგილებს ერთმანეთს და დადებილდება დაცვა. მარგრამ მარჯვენა მცველი. გვინდა ცოტა ალბასნაირი რომ ფლანგზე აიწიოს, ვფიქრობ დესტი საუკეთესო ვარიანტი იქნება. ასევე თუ ლაუტარო მოვა შეიძლება მესი და კოუ გვერდიგევრდ და ლაუტაროზე ააწყონ, ყველამ ვიცით რომ ზურგით კარისკენ ერთ ერთი ყველაზე კაია ლაუტარო. მოკლედ კოუს დარცენა მინდა ყველა ვარიანტში, ამაზე კაის ვის მოიყვანენ ამ ფასად, მირცევნია დემბელე წავიდეს,
    გულშემატკივარი [?]
    #4 2 აგვისტო 2020 01:44
    2
    მე-2 უმაგრესია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 აგვისტო 2020 23:49
    0
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: M10 S9 D11
    რათქმაუნდა კოუ თუ დატოვეს პიანიჩი დე იონგი კოუტინიოს ცენტრი უნდა დადგეს
    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    პიანიჩი დე იონგი კოუტინიო
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალ*აბა
    რობერტო დე იონგი კოუტინიო
    მესი
    ლაუტარო გრიზმანი

    სკამზე: სუარესი, ფატი , პედრი, ბუსი, პუჩი , არაუხო , ალბა

    პიანიჩი სად მოტეხე სკამისთვის არავის მოუყვანია ეგ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 1 აგვისტო 2020 22:42
    5
    4-2-3-1 უნდა დააყენოს
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    დეიონგი ბუსი-პიანიჩი
    მესი კოუ დემბო
    სუა -გრიზმანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 აგვისტო 2020 22:29
    2
    რათქმაუნდა კოუ თუ დატოვეს პიანიჩი დე იონგი კოუტინიოს ცენტრი უნდა დადგეს
    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    პიანიჩი დე იონგი კოუტინიო
    მესი
    გრიზმანი სუარესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued