რა გეგმები აქვს კიკე სეტიენს "ნაპოლისთან" თამაშისთვის მზადების ეტაპზე

  • 1-08-2020, 19:36
  • რა გეგმები აქვს კიკე სეტიენს "ნაპოლისთან" თამაშისთვის მზადების ეტაპზე

    "ბარსელონასა" და გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, კიკე სეტიენისთვის სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ახლოვდება. კატალონიური კლუბი შაბათს, "ნაპოლისთან" მატჩში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კიკე სეტიენი გუნდს განსაკუთრებულად მოამზადებს. 61 წლის სპეციალისტი ამხანაგური თამაშის ჩატარებას აპირებს. იგი "ნაპოლისთან" შეხვედრისთვის მზადების ბოლო ეტაპზე ფებურთელებს ორ ნაწილად გაყოფს და სრულ მატჩს ათამაშებს.

    წყაროს ცნობით, "ბარსელონას" კატალონიის რომელიმე გუნდთან უფრო სერიოზული ამხანაგური მატჩის გამართვა უნდოდა, თუმცა ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ეს შეუძლებელია.

    "ბარსელონა" და "ნაპოლი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით თამაშში, 8 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდებიან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    GioKakiashvili ფანი [?]

    1 აგვისტო 2020 20:44

    სრული მატჩის ჩატარებაც სარისკოა ტრამვა არავინ აიკიდოს

    5
    გასულია
    Griezzy7 გულშემატკივარი [?]

    1 აგვისტო 2020 20:00

    ტერ შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    რაკიტიჩი დე იონგი
    პუჩი
    მესი ფატი
    სუარეზი

    რაკიტიჩი - სერხი რობერტო
    დე იონგი - ფირპო
    ფატი - გრიზმანი

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge