ნელსონ სემედუ "მანჩესტერ სიტიში" გადადის - Sport

  • 1-08-2020, 18:35
  • ნელსონ სემედუ "მანჩესტერ სიტიში" გადადის - Sport

    Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებენ.

    კატალონიური წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის "სიტიში" გადაბარგებამ, შესაძლოა, "ბლაუგრანას" ერიკ გარსიას ხელში ჩაგდება გაუდვილოს. გარდა ამისა, ჯერჯერობით, გამორიცხული არაა "ქალაქელთა" მცველის, ჟოაუ კანსელუს "ბარსელონაში" გადმოსვლაც.

    გავრცელებული ცნობებით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მუსა ვაგესთან განშორებასაც აპირებენ. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებმა სემედუ და ვაგე გაუშვეს, გუნდი მარჯვენა მცველის გარეშე დარჩება.

    ნელსონ სემედუმ ლა ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 32 თამაშში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 აგვისტო 2020 22:08

    ციტატა: Messi,suaresu,neimari
    რობერტო რომ ჯობს სემედუს ამას ორი აზრი არ უნდა

    და რაში?

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 აგვისტო 2020 20:40

    ბიჭო ბიჭო ბიჭოოოო რა საშნალგეთი ზის ბორდშიიიი

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    1 აგვისტო 2020 20:18

    desti itrions da tu viwuwuno amis wasvlaze benzema viyo

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    1 აგვისტო 2020 20:15

    როცა თითქოს აფაფხურდა და მცირედი პროგრესი განიცადა მაშინ ყიდიან? რავიცი რავიცი

    0
    გასულია
    Aroni წევრი [?]

    1 აგვისტო 2020 19:06

    ამასაც ნიჭი უნდა, გუნდი ესე ჩამოანგრიო და გაანადგურო. პერესი ვერ უზავდა ბარსელონას იმას რასაც ბართლომეუ შვრება, კაროჩე უნდა შვრას რა

    5
    გასულია
    getsby Culé [?]

    1 აგვისტო 2020 19:03

    მესი დარჩა გასაშვები.დ ტფუი რა სიბანძეა/

    2
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    1 აგვისტო 2020 19:00

    გეგმის ნაწილია ბრატცი ეგეც. რობერტოს იმედზე დავრჩებით და მოკვდა ვაიო მარჯვენა ფლანგი. ძაან გამიკვირდება შტეგენთან თუ გაახანგძლივებენ. ამ ბარსელონას შტეგენის დაკარგვა საბოლოოდ ჩამოშლის. ხოდა წესით ბართომ უნდა იკისროს ეს ბინძური საქმე. ერთი 80 მილიონიანი წინადადება ჩელსისგან და ეგაა. მერე ინანას ვიყიდით 75 მილიონად, ისიც ჩვენთან დასირდება და ეგაა. მიდი ბართო ჯიგარო შეუბერე.

    3
    გასულია
    Feel My Style გულშემატკივარი [?]

    1 აგვისტო 2020 18:59

    მარჯვენა მცველის პოზიცია, ალვეშის წასვლის მერე პრობლემატურია და კიდე დიდხანს ეგრე იქნება.. კანსელო რას იზამს კაცმა არ იცის, შეტევაში კარგია მაგრამ უკან ჩამოსვლა ავიწყდება. მითუმეტეს დღევანდელ ბარსელონას დაცვაში განსაკუთრებით უჭირს და რამდენად გამოვა ეგ საქმე არავინ იცის.

    4
    გასულია
    georgian2004 წევრი [?]

    1 აგვისტო 2020 18:40

    ესენი ვერ არიან? სემედუს რას ერჩიან,ძალიან შემტევია და კარგადაც ეხმარება გუნდს

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV