ერიკ გარსიასა და სამუელ უმტიტის შედარება

  • 1-08-2020, 18:06
  • ერიკ გარსიასა და სამუელ უმტიტის შედარება

    "მანჩესტერ სიტის" 19 წლის ტალანტი ის ფეხბურთელია, რომლის დამატებაც "ბარსელონას" გუნდის ცნრტრალური მცველის, სამუელ უმტიტის შემცვლელად სურს.

    Tribuna, WhoScored-ზე დაყრდნობით, გვთავაზობს გარსიასა და უმტიტის სტატისტიკურ შედარებას, რომელიც ცხადყოფს, რომ ესპანელი ფეხბურთელი ფრანგის სათამაშო დონესთან უკვე ძალიან ახლოს იმყოფება.

    გარსიამ და უმტიტიმ, პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის გასულ სეზონებში, 13-13 მატჩი ჩაატარეს, თუმცა "ბარსელონას" მცველმა, 19 წლის ფეხბურთელთან შედარებით, 150 წუთით მეტი ითამაშა. მიუხედავად ამისა, ესპანელი უმტიტის სტატისტიკით ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

    ერიკ გარსიას საშუალო მაჩვენებელი თამაშში 0.5 ვარდნა და 1.4 ართმევაა, უმტიტის შედეგი კი 0.8 ვარდნა და 1.7 ართმევაა.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა (0.8) მეტოქე საშუალოდ უფრო მეტჯერ დატოვა თამაშგარეში, ვიდრე უმტიტიმ (0.4). გარდა ამისა, გარსია (0.7) საშუალოდ უფრო ნაკლებად ჯარიმდება, ვიდრე ფრანგი უკანახაზელი (1.5).

    ერიკ გარსიამ მისი გუნდი საშუალოდ 2.4-ჯერ გადაარჩინა, სამუელ უმტიტიმ კი - 2.5-ჯერ.

    საბოლოოდ, ამ ფეხბურთელებმა, სტატსიტიკის მიხედვით, გასული სეზონი თითქმის თანაბარ დონეზე ჩაატარეს.

    გსურთ ერიკ გარსია სამუელ უმტიტის შემცვლელად?

    კი - 21 (87,5%)
    87,5%
    არა - 3 (12,5%)
    12,5%

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    forever barcelona ფანი [?]

    1 აგვისტო 2020 20:06

    უმტიტი და ფიპრო დე ლიხტში გაცვალონ,ტოდიბო გარსიაში,გრიმალდო მოიყვანონ კიდე,დააწინაურონ დანი მერერი,არუხუ,კუენა,სემედუ დატოვონ კიდე.

    0
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    1 აგვისტო 2020 20:04

    ციტატა: Griezzy7
    შეიძლება უმტიტი ოდნავ ჯობია მაჩვენებლებით მარა ისიც გაითვალისწინეთ უმტიტი რამდენი წლისაა და რამხელა გამოცდილებააქ. და გარსია ჯერრამდენისაა.

    ისიც გაითვალისწინე რომ ეს გარსიას საუკეთესო სეზონია და უმტიტის ყველაზე ცუდი :დდ

    3
    გასულია
    Griezzy7 გულშემატკივარი [?]

    1 აგვისტო 2020 20:03

    შეიძლება უმტიტი ოდნავ ჯობია მაჩვენებლებით მარა ისიც გაითვალისწინეთ უმტიტი რამდენი წლისაა და რამხელა გამოცდილებააქ. და გარსია ჯერრამდენისაა.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge