"ბარსელონა" ერიკ გარსიასთან მოლაპარაკებებს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაიწყებს - Sport

  • 1-08-2020, 14:43
  • "ბარსელონა" ერიკ გარსიასთან მოლაპარაკებებს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაიწყებს - Sport

    "ბარსელონა" საკუთარი აკადემიის აღზრდილის, ერიკ გარსიას დაბრუნებას გეგმავს. როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტის" ტალანტის შეძენა მხოლოდ დროის ამბავია.

    ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, 19 წლის მცველს "კამპ ნოუზე" გადაბარგება გადაწყვეტილი აქვს და იმედოვნებს, რომ კლუბები შეთანხმებას ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ მიაღწევენ. ამასთანავე, მას ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და, შესაბამისად, "სიტის" ერიკის უფასოდ დაკარგვა არ უნდა სურდეს.

    ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისა და შანსის მიღების გამო, გარსია პეპ გვარდიოლას დიდ პატივს სცემს, თუმცა მისი მიზანი აშკარაა - "ბარსაში" დაბრუნება, სადაც, თავის მხრივ, "ლა მასიელს" ნდობას გამოუცხადებენ.

    "ბლაუგრანა" დარწმუნებულია, რომ ესპანელი უკანახაზელი ჟერარ პიკესთან, კლემან ლანგლესა და რონალდ არაუხოსთან ღირსეული კონკურენციის გაწევას შეძლებს, ვინაიდან, "ქალაქელთა" რიგებში მან უკვე საკმაო გამოცდილება მიიღო და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სტილშიც იდეალურად ჯდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ერიკ გარსია
    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 აგვისტო 2020 16:56

    არადა არ მინდა ტოდიბოს დაკარგვა მარა თუ ასე გადაფიჩინებულები არიან მაგის გაყიდვაზე იმედია გარსიას ტრანსფერს გაჩარხავენ თორე ტოდიბოც რო დავკარგოთ და გარსიაც ვერ დავითრიოთ პიკეს იმედად ჩემი მტერი იყოს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    Griezzy7 გულშემატკივარი [?]

    1 აგვისტო 2020 15:17

    ეს დესტი და ლაუტარო საკმარისი ტრანსფერები იქნება რა.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge