რონალდინიო, შესაძლოა, ამ თვეში გაათავისუფლონ

  • 1-08-2020, 11:36
  • რონალდინიო, შესაძლოა, ამ თვეში გაათავისუფლონ

    "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო, პარაგვაის სასტუმროში, ოთხთვიანი საშინაო პატიმრობის შემდეგ, შესაძლოა, მალე გაათავისუფლონ, იტყობინება ESPN.

    ბრაზილიელი, თავის ძმასთან ერთად, საზღვრების გადაკვეთისას ყალბი პასპორტების გამოყენების გამო, მარტში დააპატიმრეს.

    გარკვეული დროის შემდეგ ძმები, 1.6 მილიონი ევრო გირაოს სანაცვლოდ, ციხიდან გამოვიდნენ. მას შემდეგ ისინი პარაგვაის ქალაქ ასუნსიოში, ერთ-ერთ სასტუმროში, საშინაო პატიმრობაში იმყოფებიან.

    თავად რონალდინიომ განაცხადა, რომ პასპორტი ბრაზილიელი ბიზნესმენისგან მიღებული საჩუქარი იყო, რომელიც ამავე საქმის გამო ასევე დააპატიმრეს.

    წყაროს ინფორმაციით, გამოძიება 90%-ით დასრულებულია. პროკურატურამ ვერ შეძლო ძმებისთვის ბრალის წაყენება ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. ამდენად, ერთადერთ პუნქტად ყალბი საბუთების გამოყენება რჩება.

    40 წლის ლეგენდარულ მოთამაშესა და მის ძმას, შესაძლოა, გარიგება შესთავაზონ - საქმის დახურვა დანაშაულის აღიარებისა და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ.

    გასულ სეზონში, რონალდინიოს, პორტუ-ალეგრიში, უძრავი ქონების მშენებლობისას, გარემოს დაზიანებისთვის ჯარიმების გადაუხდელობის გამო ბრაზილიიდან გამგზავრება აუკრძალეს. სექტემბერში კი მას საბუთები დაუბრუნეს. დღემდე გაურკვეველი რჩება, თუ რატომ არ წავიდა პარაგვაიში ის საკუთარი პასპორტით.

    ვრცელდება ცნობები, რომ რონალდინიოს ადვოკატები მუშაობენ სტრატეგიაზე, რომლითაც, მათი აზრით, ყოფილი ფეხბურთელი აგვისტოში განთავისუფლდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: რონალდინიო
    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    1 აგვისტო 2020 12:34

    ისინი პარაგვაის ქალაქ ასუნსიოში, ერთ-ერთ სასტუმროში, საშინაო პატიმრობაში იმყოფებიან.
    იქნებ "შინაპატიმრობაში"? გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება ქართულ ენას, ვცეთ პატივი მშობლიურ ენას.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge