უეფა "ბარსელონაში" PCR ტესტირებას ჩაატარებს

  • 1-08-2020, 11:28
  • უეფა "ბარსელონაში" PCR ტესტირებას ჩაატარებს

    ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე, უეფა ტურნირის მონაწილე კლუბებში ახალ კორონავირუსზე რამდენიმე ტესტირებას ჩაატარებს, წერს Mundo Deportivo.

    გამოცემის თქმით, "ბარსელონაში" პირველი ტესტირება დღეს, "სიუტატ ესპორტივაზე", ჩატარდება, მეორე კი ხუთშაბათს, "ნაპოლისთან" მატჩამდე ორი დღით ადრე.

    გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, იტალიური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გამართვას ითხოვს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    1 აგვისტო 2020 12:40

    ჩვენ რო ჩაგვიყვანეს იტალიაში, ამაზე უკეთესი მდგომარეობა იყო იქ მაშინ?
    არაფრით არ უნდა დავუთმოთ ამ ნაგავს, მაშინ თავიდანვე ეთქვა ორივე ნეიტრალურზეო, 90 წუთი რო გვისტვენდნენ, ადვილი იყო იქ თამაში? ეხლა ცარიელ ტრიბუნების წინაც არ უნდა ბარსაში თამაში? თუ ნახა ბარსა საზიზღარ ფორმაშიაო და იქნებ გავძვრეთო? ერთადერთი უპირატესობაღა დაგვრჩა კამპ ნოუს მოედანი, სდაც იშვიათად ვაგებთ და ეხლა ამ უპირატესობის წართმევაც უნდა ამ უნამუსოს, სურათზე ნახეთ სუფთა "ნათლიმამაა"

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge