მარლონ სანტოსი: "ბარსელონა" ჩემი ოცნება და მიზანია"

  • 31-07-2020, 19:57
  • მარლონ სანტოსი: "ბარსელონა" ჩემი ოცნება და მიზანია"

    "სასუოლოს" 24 წლის ცენტრალური მცველი, მარლონ სანტოსი, რომელიც 2016-2018 წლებში "ბარსელონაში" ირიცხებოდა, ყოფილ კლუბზე საუბრობს.

    "ბარსელონაში" თამაში ჩემი ოცნება და მიზანია, თუმცა ახლა სეზონის "სასუოლოსთან" ერთად დასრულებაზე ვფიქრობ. ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება".

    ბრაზილიელმა კომენტარი "ნაპოლისა" და "ბარსას" შორის გასამართ შეხვედრაზეც გააკეთა.

    "ბარსელონა" ფავორიტია. "ნაპოლის" ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ, მაგალითად მილიკი და მერტენსი, თუმცა "ბარსაში" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - მის სიტყვებს Esports COPE ციტირებს.

    მარლონი "სასუოლოს" 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. თუ იგი იტალიურ კლუბში 50 შეხვედრას ჩაატარებს, "ბარსა" დამატებით 6 მილიონ ევროსა და გამოსყიდვის უფლებას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ მარლონმა 50 მატჩი ვერ ჩაატარა, მისი მომდევნო ტრანსფერიდან "ბლაუგრანას" 50%-ს ეკუთვნის.
    ამ მომენტისთვის მარლონის ანგარიშზე 41 მატჩია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    პიკე81 წევრი [?]

    1 აგვისტო 2020 01:20

    ოოო მაგარი თ ......ი კონტრაქტიაა

    0
    გასულია
    Bakero Culé [?]

    1 აგვისტო 2020 00:23

    თავის დროზე ერთ ერთი დიდი იდიოტიზმი ამის გაშვება იყო ზამენაზე მაინც დაეტოვებინათ 😕

    1
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    31 ივლისი 2020 21:56

    აი სეზონის განახლების მერე სასუოლო ძაან კარგ თამაშებს თამაშობდა ამისგამო 2-3 თამაშს ვუყურე მაგ გუნდის და არ დატოვა ამ ბიჭმა ცუდი შთაბეჭდილება მეტიც მაშინ როცა ბარსაში იყო და ერთი მატჩი ჩაატარა მაშინაც მომეწონა ამის თამაში ფიზიკური მონაცემები კარგი აქვს და პროგრესიც თვალსაჩინოა თუ ვინმე ადევნებთ იტალიის ესეთი დონის გუნდების თამაშს თვალს

    5
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    31 ივლისი 2020 21:52

    ეს რომ დავიბრუნოთ არა? თან პიკეს პოზიციისაა ზუსტად

    1
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    31 ივლისი 2020 21:36

    სასუოლოს იგრებს ვინც უყურებს მიხვდება ყველა რო ძაან დიდი პროგრესი აქვს ამ კაცს😊

    5
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    31 ივლისი 2020 20:59

    ვაა, რა საინტერესო კონტრაქტია... როგორ ეტყობა,რომ ადრე ბევრად ჭკვიანურ და ხიტრულ კონტრაქტს აფორმებდა ბარსას ბორდი

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge