არტური VS პიანიჩი - სტატისტიკური შედარება

  • 31-07-2020, 17:24
  • არტური VS პიანიჩი - სტატისტიკური შედარება

    როგორც იცით, მომავალი სეზონიდან კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტურ მელო "იუვენტუსის" მაისურს მოირგებს. "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელს, მირალემ პიანიჩს კი "კამპ ნოუზე" ვიხილავთ.

    აღნიშნულმა ბარტერმა "ბლაუგრანას" ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. პირველ რიგში, ამისი მიზეზი ბოსნიელის ასაკია (30). თუმცა, წინასწარი დასკვნების გამოტანამდე, აუცილებელია, გადავხედოთ, რა სტატისტიკა დააფიქსირა ორივე მოთამაშემ 2019/20 წლების სეზონში.

     არტურ მელო  მირალემ პიანიჩი
     მატჩები  21  30
     გოლები   3  3
     ასისტები  3  6

     დარტყმები (საშუალოდ მატჩში)

     0,4  0,7

     Key პასები (საშუალოდ მატში)

     0,6  1,9

     დრიბლინგები (საშუალოდ მატჩში)

     1,5  0,5

     გრძელი გადაცემები (საშუალოდ მატჩში)

     1,9  3,3
     პასების სიზუსტე  91,5%  90,4%

    აღსანიშნავია, რომ "ბარსასთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მირალემის პერფორმანსი საგრძნობლად გაუმჯობესდა. მან იტალიელთა ბოლო 9 მატჩიდან, მონაწილეობა 6-ში მიიღო და თავის გამოჩენა 4 საგოლე გადაცემით შეძლო. ასევე, უკანასკნელ 4 მატჩში,  ის შეფასებების მხრივ, ტოპ 3 მოთამაშეს შორის მოხვდა. ამასთან, მან 22 Key პასის გაკეთება შეძლო, არტურმა კი მთელი სეზონის განმავლობაში, 14 key გადაცემა გააკეთა.

    "იუვესთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, არტურს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური არ მოურგია. მეტიც, არდადეგების შემდეგ მან ვარჯიშზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

    საინტერესოა ტრავმიანობის ფაქტორიც - 2016 წელს "იუვენტუსში" გადაბრგების შემდეგ, მირალემმა ტრავმის გამო მხოლოდ 7 მატჩი გამოტოვა. 2011 წლის შემდეგ კი, ზედიზედ 2 მატჩზე მეტი არ გაუცდენია.

    რაც შეეხება არტურს, მან 2018 წელს "ბარსელონაში" გადაბარგების შემდეგ 11 სხვადასხვა ტრავმა "აიკიდა" და ჯამში, ლაზარეთში 135 დღე გაატარა, ხოლო 17 მატჩი გამოტოვა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 აგვისტო 2020 01:35

    არ მიეცა არტურს წესიერი სათამაშო დრო თორე ნახავდით რაც შეუძლია

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    31 ივლისი 2020 21:14

    ორი აზრი არაა რომ პიანიჩი არტურზე უკეთესი ფეხბურთელია, განსაკუთრებით გამაწვავებელი პასებით სმობნის, რაშიც არტური ძალიან სუსტია

    3
    გასულია
    10.7.8 წევრი [?]

    31 ივლისი 2020 19:59

    [quote=romani23]
    პიანიჩი არ არის სტაბილური იგროკი .პირიქით მისი სისუსტე სწორედ არასტაბილურობაა.
    პიანიჩი თამაშობს ბუსკეცის ადგილზე და არც გამამწვავებელი პასებით გამოირჩევა და არც სწრაფად ბურთის ამოტანით. შეგიძლიათ ჩანაწერებს უყურო და ნახავ რამდენ გვერდზე ან უკანპასს აკეთებს. ერთადერთი მაგარი რაშიდაცაა სტანდარტებია. აგრეთვე სუსტია ფიზიკურ გამძლეობაში. 2.3 დატვირთული თამაშის მერე აქვს კუნთების პრობლემები. სუსტია დაცვით ფუნქციებში. მაგ ასისტებს რომ თვლით 2 რონალდოს გაუკეთა რომელმაც საჯარიმოს გარედან გაიტანა. არ ვიცი რამდენად მოერგება ბარსას მაგრამ იუვემ რომ უფრო იხეირა გამოჩნდება ძალიან მალე

    2
    გასულია
    romani23 Culé [?]

    31 ივლისი 2020 18:56

    დაუმატებ ცოტას ატ სებია: 1) პიანიჩი არის უფრო ვერტიკალი, არტური - გორიზონტალი
    2) პიანიჩი ცდილობს ატაროს ბურთი მინიმალურად, არტურს ტარება უყვარს, 3) პიანიჩი უფრო ტემპიანი იგროკია... უფრო ჩქარად ამოაქვს ბურთი და უფრო მალე ჩაიტანს წინ, არტური კი ბევრს "ღეჭავს"... კარუსელობს... ვერტიკალობს, 4) პიანიჩის გადაცემები უფრო გამწვავებაზეა დაგეშილი, არტური უფრო მდგარ იგროკს პასებს... უფრო "ვერნიაკს" პასებს, 5) პიანიჩი თამაშობს აწეული თავით... ანუ თვალს ადევნებს სიტუაციას მოედანზე... ეძებს პარტნიორს... უკეთეს გაგრძელებას, არტური დაწეული თავით თამაშობს და აკონტროლებს ვიწრო პერიმეტრს თავის წინ. რაც შეეხება ასაკს, პიანიჩი 30 წლისაა მაგრამ სანამ სიჩქარე და გამძლეობა აქვს ის ТОР-იგროკია და სიჩქარის ვარდნის ნიშნები ჯერ მაში არ შეიმჩნევა და ბოლოს: პიანიჩი არის ხარივით ჯამრთელი იგროკი, გამტანი,შესანიშნავი მესტანდარტე და რაც მთავარია ის არის ს ტ ა ბ ი ლ უ რ ი, არტური არის ტრავმატიკი, ცოტა ქარაბშუტა, არასერიოზული პროფესიონალური კუთხით და არასტაბილური იგროკი და სტაბილურობა და პროფესიონალიზმი არის ერთ-ერთი უმთავრესი და სასურველი თვისება თანამედროვე ფეხბურთში.

    19
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    31 ივლისი 2020 18:35

    37-ე ტურში, კალიარისთან ყვითელი აიკიდა და სეზონის დასკვნით მატჩს რომასთან გამოტოვებს. ეს კარგია რო ტრამვისგან დაზღვეულია. მთავარია ლიგაზე არ დაიტრამვოს, უმტიტის და დემბელეს გადამკიდეს სულ გული მისკდება ახალ მოსულებზე.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge