"ბარსა" უსმან დემბელეს თაობაზე შეთავაზებებს განიხილავს - Sport

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს თაობაზე შეთავაზებებს განიხილავს.
მსოფლიოს ჩემპიონმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გაცემული ავანსები, ძირითადად ტრავმიანობის გამო, ვერ გაამართლა.
მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანა" უსმანის შესაძლებლობებში სავსებით დარწმუნებულია, სარფიანი სატრანსფერო წინადადებების გამოჩენის შემთხვევაში, კლუბი მას გადაბარგების საშუალებას მისცემს.
ამასთან, წყარო დასძენს, რომ დემბელეს "კამპ ნოუდან" წასვლას ხელს ანსუ ფატი უწყობს, რომელმაც ნაჩვენები სანახაობით, ყველას იმედი გაუჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]