"ბარსელონა" "ნაპოლის" შეხვედრა, შესაძლოა, "კამპ ნოუზე" აღარ ჩატარდეს

"ბარსელონა" "ნაპოლის" შეხვედრა, შესაძლოა, "კამპ ნოუზე" აღარ ჩატარდეს

ვირუსის მეორე ტალღამ, შესაძლოა, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის გასამართ შეხვედრაზე გავლენა იქონიოს.

მატჩი "კამპ ნოუზე", 8 აგვისტოს არის ჩანიშნული, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრა სხვაგან ჩატარდეს.

UEFA-მ კატალონიის ხელისუფლებას ოფიციალურად მოთხოვა ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პროცენტით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, კონკრეტულად კატალონიის რეგიონში.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც UEFA კითხვაზე პასუხს მიიღებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 30 ივლისი 2020 19:03
    2
    მაყურებლის გარეშე ტარდება და სტატისტიკა რა შუაშია?