ვის ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი? აჭარაბეთის კვლევის შედეგები

  • 30-07-2020, 15:03
  • ვის ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი? აჭარაბეთის კვლევის შედეგები

    "აჭარაბეთმა" ფეხბურთის ქართველ ქომაგებს შორის ჩაატარა კვლევა, რომელშიც 1,600-ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და თავისი საყვარელი გუნდებიდან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებამდე მოსაზრება ყველა საკითხზე დააფიქსირა.

    კვლევაში მონაწილე გულშემატკივრების 37.3% ბარსელონას ქომაგი იყო, 27.6% კი მადრიდის რეალის. მათ შემდეგ მოდიოდნენ ტურინის იუვენტუსი (8.3%), მილანი (5.7%), იუნაიტედი (5.4%), ლივერპული (4.6%) და ბაიერნი (4.1%)

    "სხვა" გუნდების გულშემატკივრები მონაწილეთა 2.1%-ს შეადგენდნენ, დორტმუნდს სულ 3 გულშემატკივარი აღმოაჩნდა, მანჩესტერ სიტის კი 7.

    ჩელსიმ (2%), ინტერმა (1.1%) და არსენალმა (1.1%) ასევე მიიღეს მხარდაჭერის პატარა პროცენტები.

    მესი თუ რონალდუ

    გამოკითხულთა 59.6% თვლის, რომ ლიონელ მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია.

    მესიმ გამოკითხვაში 1000-ზე მეტი ხმა მიიღო და რაც უფრო საინტერესოა, ერთის გარდა აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ლიდერობს. 

    ერთადერთი კატეგორია, რომელშიც მეტი ხმა რონალდუმ მოაგროვა, 46-55 ასაკის ქალბატონები იყვნენ. აქ პორტუგალიელმა ხმების 62.5% მოაგროვა და არგენტინელს აჯობა.

    საუკეთესო შემტევი მესი-რონალდუს გარდა

    როგორც წესი, საუკეთესო თავდამსხმელის გამოვლენისას კამათი ლუის სუარესსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის მიდის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თვლის, რომ საუკეთესო შემტევი კილიან მბაპეა.

    მბაპემ ხმების 27.5% მოაგროვა და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 17 ხმით აჯობა.

    მათ შემდეგ ხმების 24.9%-ით ნეიმარი მოდის, ლუის სუარესი კი მეოთხე ადგილზე ხმების მხოლოდ 10.1%-ით მოხვდა.

    შემდეგი პოზიციები სალაჰმა (4.5%) და ედენ აზარმა (3.7%) გაინაწილეს.

    საუკეთესო ნახევარმცველი

    საუკეთესო ნახევარმცველის გამოკითხვის შედეგებში სიურპრიზები არ ყოფილა - პირველი ადგილი დე ბრუინმა არავის დაუთმო და თითქმის ორჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე მეორეადგილოსანმა ლუკა მოდრიჩმა.

    დე ბრუინი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და ხმების 38.7% სრულიად დამსახურებულად მიიღო.

    მესამე ადგილზე ტონი კროოსი გავიდა (16.6%), მეოთხე კი სერხიო ბუსკეტსმა (11.1%) დაიკავა

    სხვათა შორის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთა უმრავლესობამ ხმა არა დე ბრუინს, არამედ ბუსკეტსს მიანიჭა, რომელმაც ქალების ხმების 26.6% მოაგროვა.

    საუკეთესო ცენტრალური მცველი

    საუკეთესო ცენტალურ მცველად ძალიან დიდი უპირატესობით სერხიო რამოსი დასახელდა, რომელმაც ხმების 50.6% მოაგროვა და მეორეადგილოსან ვან დეიკს 313 ხმით აჯობა.

    მესამე ადგილზე პიკე გავიდა, რომელმაც ხმების 6.2% მოაგროვა, მეოთხეადგილოსან ჯორჯო კიელინის კი ხმების 5.9% ხვდა წილად.

    რამოსი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დომინირებს, გარდა 36-45 წლის ადამიანებისა. აქ მამაკაცების რჩეული ვან დეიკი აღმოჩნდა, ქალბატონების კი - პიკე.

    საუკეთესო განაპირა მცველი

    საუკეთესო განაპირა მცველად ხმების 40.7%-ით მარსელო დასახელდა, მეორე ადგილი კი 37 წლის დანი ალვესმა დაიკავა, რომელიც თავის თანამემამულეს 177 ხმით ჩამორჩა.

    მესამე ადგილზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გავიდა ხმების 13.5%-ით, 4-5 ადგილები კი ჟორდი ალბამ და დავიდ ალაბამ დაიკავეს.

    საუკეთესო მეკარე

    მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც ტერ შტეგენს მცირე, მაგრამ დამაჯერებელი უპირატესობით აჯობა და ხმების 31.2% მოაგროვა.

    ბარსელონას გერმანელ კიპერს ხმების 24.1% ხვდა წილად, მისმა ნაკრების ძირითადის კონკურენტმა მანუელ ნოიერმა კი 15.1% აიღო.

    იან ობლაკს, რომელიც ბოლო წლებში ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს, ხმების მხოლოდ 12.2% შეხვდა, ალისონმა და დე ხეამ კი 6.5 და 6.5 პროცენტი მოაგროვეს.

    ტიბო კურტუა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 21 გოლი აქვს გაშვებული, ხმების 2.4%-ს დაჯერდა.

    საუკეთესო მწვრთნელი

    საუკეთესო მწვრთნელად გულშემატკივრებმა პეპ გვარდიოლა დაასახელეს, მეორე ადგილი კი იურგენ კლოპმა დაიკავა.

    რა თქმა უნდა, წლევანდელ ინგლისის ჩემპიონატში მათი დაპირისპირება სულ სხვანაირად განვითარდა და გამარჯვებული გერმანელი სპეციალისტი გამოვიდა, თუმცა ჯერ-ჯერობით პეპზე მეტი ხმის მოგროვებას ვერავინ ახერხებს.

    ზინედინ ზიდანმა, რომელიც დიდწილად კორონავირუსის პანდემიის დამსახურებით ჩემპიონთა ლიგიდან კარიერაში ჯერ კიდევ ერთხელაც არ გაუგდიათ, ხმების მხოლოდ 18.6% მოაგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.

    ჟოზე მოურინიო კი, რომელიც ათი წლის წინ პირველობისთვის გვარდიოლასთან ასპარეზობდა, ახლა ხმების მხოლოდ 1.8% მიიღო და მეექვსე ადგილს დასჯერდა.

    ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

    ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც უდიდესი უპირატესობით ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც ხმების 41.1% აიღო

    მეორე ადგილზე ხმების მხოლოდ 13.8%-ით კრიშტიანუ რონალდუ, მესამეზე კი 11.1%-ით პელე გავიდა.

    ზუსტად 11%-მა ხმა ფენომენოს მისცა, 10%-მა კი დიეგო მარადონას.

    ზინედინ ზიდანს ხმების 7.5% ერგო, ფრანც ბეკენბაუერს კი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ 8 ადამიანი თვლის.

    რომელია საუკეთესო ლიგა?

    პრემიერ ლიგის და ლა ლიგის გულშემატკივრები ამაზე გამუდმებით კამათობენ, ჩვენს კვლევში კი გამარჯვებული ესპანეთის ჩემპიონატი გამოვიდა.

    ლა ლიგას საუკეთესო ჩემპიონატად გულშემატკივრების 53% თვლის, პრემიერ ლიგას კი მხოლოდ 31%

    სერია ა-მ ხმების 10.4% მოაგროვა, ბუნდესლიგამ კი 2.6%

    აი საფრანგეთის ჩემპიონატს მსოფლიოში საუკეთესო ლიგად 15 ადამიანი თვლის.

    სხვა საინტერესო სტატისტიკებითა და გამოკითხვებით მომავალში აუცილებლად დაგიბრუნდებით!

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    31 ივლისი 2020 05:24

    იუვეს ფანები მომრავლდნენ რონალდუა წასბლის მერე 😂😂😂😂😂

    1
    გასულია
    NeymardaSilva წევრი [?]

    31 ივლისი 2020 01:52

    ციტატა: gio 001
    ციტატა: NeymardaSilva
    ყველაფერში ვეთანხმები გარდა მესი რომალდოს მერე მბაპეზე. რა მბაპე 21წლის ღლაპი რომელიც ლიგა 1ში ყომარობს ყველაზე ძლიერ გუნდში და ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. მსოფლიოო არ მითხრათ ეხლა კი კარგად ითამაშა, მაგრამ იქ ნაკრები იყო ძლიერი. რავიცი თუ გამტანზეა საუბარი ზოგადად სუა რა თქმა უნდა მაგათ მერე არის, თუ ახლანდელზეა, მაშინ-ლევანა მაგრამ თუ ფეხბურთელზეა მაშინ ნეიმარი რა თქმა უნდა, მესის და რონალდოსთან ყველაზე ახლოს არის, და ნეიმართან ახლოს არავინ არ არის დღევანდელ ფეხბურთელებში.

    ნეიზე ეგ ორი სამი წლით ადრე, რომ გეთქვა კიდე ხო მაგრამ ბოლო წლებში იმდენი ტრავმა მიიღო და თან ეგეც პსჟ-ში თამაშობს და მაქ გადასვლით რა დაამტკიცა?მე მეოთხედფინალისტი პსჟ არ მინახავს ლიგაზე:დ ნუ წელს კი დააღწიეს თავი დორტმუნდს და ისიც მინიმალური სხვაობით.


    კაკრას ამდენი ტრავმა რო ქონდა და მაინც რო ესეთ ფორმსი იყო ეგაა ნეიმარის კლასი და არ ჭირდება ნეიმარის კლასს დამტკიცება. იყო ფორმსში და გაიყვანა მეოთხედფინალში პსჟ დორტმუნდს მარტო ეთამაშა და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელად რომ იყოს შეიძლება მოაგებინოს წელს პსჟს. და ეგ ყველაფერი როარა კაცი მალე ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება და ბარსაში რომ იყო კი ვიცით რაც იყო და როგორ თამაშობდა. ევროპაში მეორე წელს უკვე ლიგა დადო თან 1/8ფინალიდან მოყოლებული ყველა თამაშში გაიტანა და მეტი რაღა ქნას ერთი მსოფლიო არ აქ და მაგის შანსიც აქ ყატარში მთავარია ფორმაში იყოს

    0
    საიტზეა
    gio 001 წევრი [?]

    30 ივლისი 2020 23:18

    ციტატა: NeymardaSilva
    ყველაფერში ვეთანხმები გარდა მესი რომალდოს მერე მბაპეზე. რა მბაპე 21წლის ღლაპი რომელიც ლიგა 1ში ყომარობს ყველაზე ძლიერ გუნდში და ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. მსოფლიოო არ მითხრათ ეხლა კი კარგად ითამაშა, მაგრამ იქ ნაკრები იყო ძლიერი. რავიცი თუ გამტანზეა საუბარი ზოგადად სუა რა თქმა უნდა მაგათ მერე არის, თუ ახლანდელზეა, მაშინ-ლევანა მაგრამ თუ ფეხბურთელზეა მაშინ ნეიმარი რა თქმა უნდა, მესის და რონალდოსთან ყველაზე ახლოს არის, და ნეიმართან ახლოს არავინ არ არის დღევანდელ ფეხბურთელებში.

    ნეიზე ეგ ორი სამი წლით ადრე, რომ გეთქვა კიდე ხო მაგრამ ბოლო წლებში იმდენი ტრავმა მიიღო და თან ეგეც პსჟ-ში თამაშობს და მაქ გადასვლით რა დაამტკიცა?მე მეოთხედფინალისტი პსჟ არ მინახავს ლიგაზე:დ ნუ წელს კი დააღწიეს თავი დორტმუნდს და ისიც მინიმალური სხვაობით.

    0
    გასულია
    NeymardaSilva წევრი [?]

    30 ივლისი 2020 18:52

    ყველაფერში ვეთანხმები გარდა მესი რომალდოს მერე მბაპეზე. რა მბაპე 21წლის ღლაპი რომელიც ლიგა 1ში ყომარობს ყველაზე ძლიერ გუნდში და ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. მსოფლიოო არ მითხრათ ეხლა კი კარგად ითამაშა, მაგრამ იქ ნაკრები იყო ძლიერი. რავიცი თუ გამტანზეა საუბარი ზოგადად სუა რა თქმა უნდა მაგათ მერე არის, თუ ახლანდელზეა, მაშინ-ლევანა მაგრამ თუ ფეხბურთელზეა მაშინ ნეიმარი რა თქმა უნდა, მესის და რონალდოსთან ყველაზე ახლოს არის, და ნეიმართან ახლოს არავინ არ არის დღევანდელ ფეხბურთელებში.

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge