ტრავმებს მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი გადაურჩა

ტრავმებს მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი გადაურჩა

"ბარსელონას" მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი შემორჩა, რომლებსაც ტრავმის გამო შეხვედრა არ გამოუტოვებიათ, ესენი არიან: ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ივან რაკიტიჩი და მარტინ ბრეითუეიტი.

რაკიტიჩმა ამ სეზონში დაზიანება მიიღო, მაგრამ ეს სანაკრებო პაუზის დროს მოხდა, ასევე დაზიანდა ჟერარ პიკე, რის გამოც ერთ-ერთ შეხვედრაში შეცვალეს კიდეც, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

ასეთივე პოზიტიური სტატისტიკა ექნებოდა ანტუან გრიზმანს, მაგრამ მისი საოცარი ფიზიკური მომზადება "ბარსელონაში" შეირყა და ის ახლა აღდგენით პროცესს გადის.

ტრავმის გამო თამაშების გამოტოვება მოუწიათ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს: ჟორდი ალბამ 12 შეხვედრა გამოტოვა, სერჟი რობერტომ 10, ფრენკი დე იონგმა 7, ხოლო ლიონელ მესიმ 5.

ყველაზე მეტი შეხვედრა, რა თქმა უნდა, უსმან დემბელემ გამოტოვა - 39! მან ამ სეზონში მხოლოდ 491 წუთი გაატარა მოედანზე.

მეორე ადგილზე ლუის სუარესია, რომლმაც წინა სეზონის მსგავსად, ამ სეზონშიც გაიკეთა ოპერაცია, რის გამოც 17 შეხვედრა გამოტოვა.

სამუელ უმტიტი კი მესამე ადგილს იკავებს, 15 გამოტოვებული შეხვედრით, თუმცა მის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, შანსი აქვს ლუის სუარესს მეორე ადგილი წაართვას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.