მიკელ არტეტას ფილიპე კოუტინიოს მის გუნდში ხილვა სურს - Le10Sport

მიკელ არტეტას ფილიპე კოუტინიოს მის გუნდში ხილვა სურს - Le10Sport

"ბარსელონას" მფლობელობაში მყოფი და ამჟამად "ბაიერნში" იჯარით მოასპარეზე ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ბრაზილიელს ხშირად პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უწინარწარმეტყველებენ.

Le10Sport-ის ინფორმაციით, ინგლისიდან 28 წლის ნახევარმცველის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ლონდონის "არსენალია", ვინაიდან, "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას მისი გაფორმება ძალიან სურს.

ესპანელი სპეციალისტის აზრით, ფილიპე თავისი ჩვეული ფორმის აღდგენის გზაზე დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გუნდი კოუტინიოს გაფორმებით სარგებელს ნახავს და, შესაბამისად, ეს ტრანსფერი მათთვის მომგებიანი იქნება. თუმცა, ინტერესის მიუხედავად, მოლაპარაკებებში დაბრკოლებას მოთამაშის სახელფასო მოთხოვნები წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით, ბრაზილიელი "ბარსაში" დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ აშკარაა, რომ მას "ნისლიან ალბიონზე" გადაბარგების პერსპექტივა ხიბლავს.

შეგახსენებთ, კოუტინიო გერმანულ კლუბში 23 აგვისტომდე (ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე) დარჩება, შემდეგ კი "ბლაუგრანაში" დაბრუნდება და მისი ბედიც გადაწყდება. მიმდინარე სეზონში, ფილიპემ "რეკორდმაისტერის" რიგებში, ყველა ტურნირის ეგიდით, თავი 9 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ივლისი 2020 22:43
    1
    სურვილი აქვს, ფული არა.
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #1 30 ივლისი 2020 14:11
    0
    $90 000 000 და თქვენია ძმებო