კიკე სეტიენის მთავარი ამოცანა

  • 30-07-2020, 11:49
  • კიკე სეტიენის მთავარი ამოცანა

    კიკე სეტიენს ესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფელი ოფში, ლიონელ მესიზე გაცილებით მეტი იქნება დამოკიდებული, ვიდრე ლა ლიგის თამაშებში იყო. კიკემ რამდენიმე ტაქტიკური სქმება გამოსცადა, მეტწილად იმის გამო, რომ ანტუან გრიზმანისთვის ცდილობდა საუკეთესო პოზიცია შეერჩია, მესიც უსიტყვოდ თამაშობდა იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა, მაგრამ მის თამაშზე ეს გავლენას მაინც ახდენდა.

    მესი აღარ არის პატარა ბიჭი, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში შეუძლია წინ და უკან ირბინოს, როდესაც ლეო ბურთის ამოტანით არის დაკავებული, შეტევაში საკმარისი ძალა აღარ ჰყოფნის იმისათვის, რომ ჩვეულად სახიფათო იყოს.

    ამიტომ სეტიენის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ნახევარდაცვაში ბურთის კონტროლისა და ბოლო პასის პრობლემა გადაიჭრას, ასეთ შემთხვევაში მესი გათავისუფლდება ზედმეტი სამუშაოსგან და მთლიანად მეტოქის კარზე კონცენტრირდება.

    იმისათვის, რომ მესიმ თამაშის დიდი ნაწილი მეტოქის კარის სიახლოვეს გაატაროს, საჭირო იქნება მაღალი პრესინგი, რასაც სეტიენი იშვიათად გვთავაზობდა. საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, ნახევარდაცვაში საქმე რთულად არის, მაგრამ მაინც შესაძლებელია ისეთი სამეულის დაყენება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს და მესიმდე ბურთს მიიტანს, "ნაპოლის" კარიდან 20-25 მეტრის რადიუსში.

    დისკვალიფიცირებულ ბუსკეტსს სავარაუდოდ ფრენკი დე იონგი შეცვლის, დიდი რისკია რიკი პუჩის დაყენება, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, განვლილ შეხვედრებში თავი კარგად წარმოაჩინა და ოდესმე უნდა დაიწყოს თამაში საპასუხისმგებლო შეხვედრებში, ეს კი სწორედ ასეთი შემთხვევაა. თუ რიკის თამაში წაუვიდა, "ბარსას" ბურთის კონტროლის პრობლემა არ ექნება, საკითხავია რამდენად გარისკავს კიკე სეტიენი. თუ ვერ გარისკავს, მის ნაცვლად სერჟი რობერტოს ვიხილავთ, რომელიც ამ პოზიციაზე არასტაბილურია, ხან ძალიან კარგად თამაშობს, ხან ძალიან ცუდად.

    დისკვალიფიცირებულია არტურო ვიდალიც, ამიტომ მესამე ნახევარცმველის პოზიცია, სავარაუდოდ ივან რაკიტიჩს ერგება, რომელსაც საკმარისი გამოცდილება აქვს და ჯერ კიდევ შეუძლია სარგებლის მოტანა. ამ სამ ნახევარმცველს, ნამდვილად ძალუძს ამოცანის შესრულება, მერე კი ყველაფერი მესიზე იქნება დამოკიდებული.

    წყარო: Mundo Deportivo

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    30 ივლისი 2020 14:13

    Puchi - frenki - roberto daawyebine. Tu shevyaret blomat mere raketa tempis dasagdebad puchis magier.

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    30 ივლისი 2020 14:06

    რომ ჩემპიონთა ლიგის ფელი ოფში!

    0
    გასულია
    Feel My Style გულშემატკივარი [?]

    30 ივლისი 2020 13:42

    პუჩი-დე იონგი-რაკიტიჩი

    რათ უნდა ამდენი სჯა-ბაასი ამას...

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ივლისი 2020 13:07

    აი სად გვჭირდება არტური ცენტრში რო ბურთი დაიჭიროს და ამ იმბეცილმა კაცმა აღარ გათამაშებო ბევრჯერ ვინანებთ არტურის დაკარგვას

    შეტევას რაც შეეხება წინ სუა და გრიზინუნდა დადგნენ ფორვარდებად და მაგათ უკან მესი და გრიზმანმა და მესიმ ადგილებინუნდა ცვალონ ორივეს შეუძლია ფორვარდობაც და ფლეიმეიქერობაც

    ცენტრს რაც შეეხება არავითარი რაკიტიჩი მითუმეტეს პრესინგის თამაშს თუ აპირებს გუნდი დაგვღუპავს ეგ შენელებული კადრი რობერტო დე იონგი პუჩის ტრიო უნდა დადგეს

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    30 ივლისი 2020 12:04

    დეიონგი პუჩი რობერტო,მშვენიერი ნახევარდაცვა,

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV