ტერ შტეგენს ევროპული გრანდები იწვევენ

ტერ შტეგენს ევროპული გრანდები იწვევენ

"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერსა და მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელთანაც ახალი კონტრაქტის გაფორმება ჭიანურდება, რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა.

Cadena SER-ის ინფორმაციით, ტერ შტეგენს "ჩელსისა" და "ბაიერნისგან" მიმზიდველი შემოთავაზებები აქვს.

წყაროს ცნობით, 28 წლის კარის დარაჯის გარემოცვა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, კლუბის ხელმძღვანელობასთან შედარებით, ნაკლებად ოპტიმისტურადაა განწყობილი. ივარაუდება, რომ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის სურვილი ერთმანეთს ემთხვევა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და გერმანელ ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების შეფერხების მთავარ მიზეზად ტერ შტეგენის ფინანსური მოთხოვნები სახელდება. მარკი, ამჟამად, წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ევროს გამოიმიშეავებს, რაც მსოფლიო დონის სხვა მეკარეების ხელფასებთან შედარებით ძალიან დაბალი ანაზღაურებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 14 აგვისტო 2020 12:56
    0
    ამას ხელი არ დაედოს.
    ფანი [?]
    #1 29 ივლისი 2020 23:08
    5
    ბართუშას გეგმას თუ გავუვებიყ წესით უნდა გაყიდოს ერთი 50 მილიონად. ონანა იყიდოს 49 მილიონად,რომელიც ჩვენთან დასირდება და მომავალი 10 წელი ვეძებოთ წესიერი მეკარე. იდეაში ასე უნდა იყოს. ვინ შეუშლის ხელს? ყვერების ბორდი თუ უფრო ყვერიბკატალონიელი კულეები. ადე რომ მიდი ბართი იგილავე ჯიგარო🤘