რივალდო ეჭვობს, რომ კოუტინიო კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს

რივალდო ეჭვობს, რომ კოუტინიო კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს

"ბარსელონას" ლეგენდას, რივალდოს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ფილიპე კოუტინიო კარიერას კატალონიურ კლუბში გააგრძელებს.

კოუტინიო "ბარსელონას" საკუთრებაშია, თუმცა იგი, ამჟამად, მიუნხენის "ბაიერნში" იჯარით იმყოფება. ცნობილია, რომ 28 წლის ფეხბურთელს "რეკორდმაისტერი" არ გამოისყიდის და ის, სეზონის დასრულების შემდეგ, "ბლაუგრანაში" დაბრუნდება.

"კოუტინიო "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" მალე დაბრუნდება, მაგრამ მის დარჩენაში ეჭვი მეპარება.

ფილიპეს საუკეთესო ვარიანტი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა, სადაც მან კარიერაში საუკეთესო სეზონები გაატარა და სადაც "ლივერპულში" ყოფნისას მისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა.

"არსენალში", "ტოტენჰემში" ან "ლესტერში", შესაძლოა, კოუტინიო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყოს. ეს ფილიპესთვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, რათა საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს და აჩვენოს, რომ იგი კვლავ შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ელიტას ეკუთვნის", - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 14 აგვისტო 2020 12:54
    0
    კარგი მწვრთნელის ხელში ესეც იპოვიდა ბარსაში თავის ადგილს.
    Culé [?]
    #2 30 ივლისი 2020 15:17
    0
    ციტატა: buka971
    ერთადერთი სადაც უნდა დაამტკიცოს რომ საუკეთესოა ეს ბარსელონაა)) და დააბრუნეთ ეს კაცი იმდენი იწვალა.აქ მოსახვედრად 😉


    გეთანხმები 100% ... ამაკ კაი მწვრთნელი და ამაზე კაი ვინ გვყავს ვერ ვხვდებიი.. ძაან კლასნია და ეს რო მოიხოდება დე იონგთან ერთად ჩავიესტა იქნება
    buka971
    სტუმარი [?]
    #1 30 ივლისი 2020 09:30
    2
    ერთადერთი სადაც უნდა დაამტკიცოს რომ საუკეთესოა ეს ბარსელონაა)) და დააბრუნეთ ეს კაცი იმდენი იწვალა.აქ მოსახვედრად 😉