სეტიენმა "ბარსა ბ-დან" 5 ფეხბურთელს უხმო

  • 29-07-2020, 15:28
  • სეტიენმა "ბარსა ბ-დან" 5 ფეხბურთელს უხმო

    "ბარსა" "ნაპოლისთან" შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება, გუნდში არიან ტრავმირებულები, ამიტომ კიკე სეტიენმა, "ბარსელონა ბ-დან" ხუთ ფეხბურთელს უხმო, ესენი არიან: ხორხე კუენკა, ოსკარ მინგესა, ჟანდრო ორელიანა, მონჩუ და კონრად დე ლა ფუენტე.

    დიდი ალბათობით, ამ ფეხბურთელებიდან რამდენიმე, "ნაპოლისთან" შეხვედრის განაცხადშიც მოხვდება, რადგან გარდა ტრავმირებულებისა, "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიცირებული ფეხბურთელებიც ეყოლებაბნ(ვიდალი, ბუსკეტსი), შესაბამისად, პირველი გუნდიდან, მხოლოდ 14 ფეხბურთელი რჩება განაცხადში.

    ამას დაემატა არტურის პრობლემაც, ბრაზილიელმა პროტესტის ნიშნად გუნდი დატოვა და დაბრუნებას აღარ აპირებს.

    გრიზმანი და ლანგლე აღდგენით პროცესს გადიან და ვარაუდობენ, რომ "ნაპოლისთვის" ორივე მზად იქნება.

     

     

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    GioKakiashvili ფანი [?]

    29 ივლისი 2020 18:52

    დიდი ამბებია ბიჭოსსს

    "ბარსელონას" წევრთა დაჯგუფებამ, "Cor Blaugrana"-მ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ხოსეპ მარია ბართომეუსა და ბორდის გადადგომის მოთხოვნაა გაჟღერებული.

    "ბარსელონას" წევრთა ჯგუფი "Cor Blaugrana", რომელიც კლუბის დევიზის, "Mes Que Una Mocio"-ს მატარებელია, არსებულ ბორდს უნდობლობას უცხადებს.

    ბოლო წლებში "ბარსელონას" საფეხბურთო კლუბი განიცდის არაეფექტურობას, ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ კატასტროფას.

    El Color Blaugrana ითხოვს სასწრაფო არჩევნებს, რათა ვითარება გამოსწორდეს. იმ გადმოსახედიდან, რომ დირექტორატი მ მოწოდებისთვის მზად არაა, ჩვენ ვალდებულნი ვართ უნდობლობა გამოვაცხადოთ.

    Covid19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით, ვხვდებით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ მოწადინებისა და შრომის საშუალებით, გვინდა, მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ.

    კლუბს ვთხოვთ, რომ "ბარსას" დემოკრატიული სულის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა უმალ მიიღოს." - ვკითხულობთ განცხადებაში.

    საინტერესოა, რომ "ამბოხებულ წევრთა" სპიკერის, ხოსეპ კრემადესის თანახმად, შეგროვებულია 2000-ზე მეტი, თუმცა 5000-ზე ნაკლები ხელმოწერა.

    შეგახსენებთ, რომ ბორდის დასათხოვნად 18000 ხელმოწერაა საჭირო.

    1
    გასულია
    სპარტაკი გულშემატკივარი [?]

    29 ივლისი 2020 18:22

    დელა ფუენტეს დიდი სიამოვნებით დავაკვირდებოდი რქს იზამდა.. ჩემი აზრით კარგად შეეწყობოდა გუნდს..

    2
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    29 ივლისი 2020 17:47

    ციტატა: Albicelecte
    ვალვერდეს მაგიტომ აგინებდა ყველა, რომ ახალგაზრდებსა და აკადემიის აღზრდილებს არ ენდობაო
    ეს ენდობა და ამის გამო გინებას არ იმსახურებს
    მაგრამ ძალიან ახალგაზრდებით რამდენიმე თვეში რომ შედეგს ვერ დადებს, ეგეც ფაქტია


    ამ შემთხვევაში სხვა გზა არ აქვს, ეს ნდობა არ არის, აუცილებლობაა.

    4
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    29 ივლისი 2020 17:39

    ვალვერდეს მაგიტომ აგინებდა ყველა, რომ ახალგაზრდებსა და აკადემიის აღზრდილებს არ ენდობაო
    ეს ენდობა და ამის გამო გინებას არ იმსახურებს
    მაგრამ ძალიან ახალგაზრდებით რამდენიმე თვეში რომ შედეგს ვერ დადებს, ეგეც ფაქტია

    0
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    29 ივლისი 2020 16:34

    ტერ შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    რაკიტიჩი დეიონგი პუჩი
    მესი
    სუარესი. გრიზმანი

    ამ შემადგენლობით გავხევთ ნაპოლის

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV