დე ლიხტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვან ბასტენი

დე ლიხტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვან ბასტენი

ნიდერლანდელი ლეგენდა, მარკო ვან ბასტენი თანამემამულეზე, მატიას დე ლიხტზე საუბრობს, რომლის შეძენაც "ბარსელონას" სურდა, თუმცა მან "იუვენტუსში" გადაბარგება არჩია.

"არ ვთვლი, რომ დე ლიხტმა "იუვეში" იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ბოლო სეზონში, "აიაქსში" ყოფნისას.

ვფიქრობ, მატიასი "ბარსელონაში", "რეალში" ან "მანჩესტერ სიტიში" ბევრად მეტს ისწავლიდა. ასევე, ამ შემთხვევაში, ნიდერლანდელი უფრო საინტერესო ლიგაში იასპარეზებდა - სერია A კი კონკურენტუნარიანი არაა", - ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს Ziggo Sport.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 20 წლის ცენტრალური მცველი "ბებერ ქალბატონს" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გაცემულ ავანსებს, ჯერჯერობით, ვერ ამართლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 14 აგვისტო 2020 13:03
    0
    ფულს დახამებული!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ივლისი 2020 12:38
    3
    მართალია ძაან დიდი შეცდომა დაუშვა ბარსაში უფრო განვითარდებოდა ვიდრე იუვეში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    პიკე81
    სტუმარი [?]
    #1 29 ივლისი 2020 08:55
    2
    ვეთანხმები