"ბარსა ბ-ს" ფეხბურთელები, რომლებმაც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ

  • 28-07-2020, 23:58
  • "ბარსა ბ-ს" ფეხბურთელები, რომლებმაც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ

    "ბარსელონა ბ-ს" რამდენიმე ფეხბურთელი ხვალიდან პირველ გუნდთან ერთად მოემზადება და გამორიცხული არაა, მათ ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის შანსიც კი მიეცეთ.

    RAC1-ის ცნობით, "ბარსა ბ-ს" 9 ფეხბურთელს ხვალ, ოთხშაბათს, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი პირველ გუნდს შეუერთდებიან. ეს მოთამაშეები არიან: ინიაკი პენია, არნაუ ტენასი, დანი მორერი, ოსკარ მინგესა, ხორხე კუენკა, მონჩუ, ხანდრო ორელიანა, ლუდოვიტ რეისი და კონრად დე ლა ფუენტე.

    ჩემოთვლილი ფეხბურთელებიდან პირველი ორი მათგანი მეკარეა, ხოლო დანარჩენ მოთამაშეებს კი, "ბარსელონაში" საკადრო პრობლემების გამო, ნამდვილად შეუძლიათ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალში "ნაპოლისთან" 8 აგვისტოს განმეორებითი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

    აქვე დავძენთ, რომ "ბარსელონა ბ-მ" რამდენიმე დღის წინ "საბადელთან" ფლეი ოფის ფინალი წააგო და სეგუნდა დივიზიონში გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშეების მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    29 ივლისი 2020 14:08

    კარგია, ახალგაზრდები რო გვინდა ვათამაშოთ, მაგრამ ეს ბიჭები ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განაცხადში არიან? რომელიც ლიგის სეზონის გახსნამდე ბარდება უეფას?

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    29 ივლისი 2020 00:16

    ამათგან თუ ვინმე ათამაშეს უბედნიერესი იქნება და არასდროს დაავიწყდება.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV