"ბარსა" არტურის კონტრაქტს არ გაწყვეტს - MD

"ბარსა" არტურის კონტრაქტს არ გაწყვეტს - MD

გავრცელებული ჭორების თანახმად, არტურ მელოს "ბარსელონასთან" კონტრაქტის დასრულება სურდა, რადგან კლუბსა და კიკე სეტიენზე ნაწყენია, ვინაიდან, ბრაზილიელმა შესაბამისი დაფასება და პატივისცემა ვერ მიიღო.

თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი 23 წლის ფეხბურთელთან არსებული ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს.

გარდა ამისა, კონტრაქტის პირობების დარღვევისა და აჯანყების გამო, "ბლაუგრანა" დისციპლინარულ ზომებს სწავლობს, რის გამოც, შესაძლოა, არტურს ჯარიმა დაეკისროს ან ხელფასი ჩამოეჭრას.

როგორც მოგეხსენებათ, მელო მომავალი სეზონიდან ტურინის "იუვენტუსის" რიგებს დაამშვენებს, ხოლო "ბარსას" მირალემ პიანიჩი შეუერთდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 29 ივლისი 2020 14:12
    0
    მელო მომავალი სეზონიდან ტურინის "იუვენტუსის" რიგებს დაამშვენებს, ხოლო "ბარსას" მირალემ პიანიჩი შეუერთდება.
    კარგი იყო, ბევრი ვიცინე.
    Culé [?]
    #3 29 ივლისი 2020 00:21
    0
    გაათრიეთ ეს Yვერძგიბა.
    Culé [?]
    #2 29 ივლისი 2020 00:12
    1
    ხელფასის ჩამოჭრა, ესაა ბართოსთვის პრიორიტეტული.
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 ივლისი 2020 23:42
    2
    დაიკიდეთ ეს არტური დემბელეზე დაწერეთ რამე დემბელეს კარგად თამაშის უფრო მჯერა ვიდრე ამის😂😂😂