ანსუ ფატისა და ლეო მესის სტატისტიკის შედარება საწყის სეზონებში

ანსუ ფატისა და ლეო მესის სტატისტიკის შედარება საწყის სეზონებში

კატალონიის "ბარსელონამ" წელს ამომავალი ვარსკვლავი, ანსუ ფატი სააშკარაოზე გამოიყვანა, რომელსაც უკვე კლუბის მომავალ ლიდერად მოიაზრებენ.

საინტერესოა, რომ გვინეა-ბისაუელმა მიმდინარე სეზონში იმდენივე გოლის გატანაში მიიღო მონაწილეობა, რამდენშიც ლეო მესიმ 2005/2006 წლების სეზონში. 

არგენტინელმა შემტევმა ლა ლიგაში ჩატარებულ მეორე პროფესიონალურ სეზონში (17 მატჩში) 6 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

რაც შეეხება ფატის, მან პირველსავე წელს 7 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რისთვისაც 24 მატჩი დასჭირდა.

იმის მიუხედავად, რომ ანსუმ ლეოზე მეტი მატჩი ჩაატარა, "ლა პულგა" მასზე 1 წლით დიდი იყო.

17 წლის ვუნდერკიდი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ გუნდს მომავალ სეზონში ოფიციალურად შეუერთდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 29 ივლისი 2020 14:31
    1
    მერე მესის რო ადარებთ, ლეოს რამდენი გოლი გაქონდა ბარსა ბ-ში იცით? ფატის ბედმა გუღიმა რომ, გუნდში შემტევები გაწყდა თორემ ჯერ მაგას ვინ დააყენებდა. ლეოს დროს რონალდინიოს გარდა, ანრი, ეტოო, გუდიონსენი, და ქვეყნის ვარსკვლავები ყავდა. ლეომ რონალდინიოც კი ამოაგდო, მეეჭვება ფატიმ ლეო ამოაგდოს ძირითადიდან, მიუხედავად ასაკისა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ივლისი 2020 00:29
    5
    ძაან მაგარი ბიჭი გამოდგა ფატი იმედია კიდე უფრო მოუმატებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 ივლისი 2020 23:26
    7
    დიდ მომავალს უწინასწარმეტყვეკებ თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა ან ფულს არ დახარბდა