"ბარსელონამ" ლანგლესთან მოლაპარაკებები გადადო

"ბარსელონამ" ლანგლესთან მოლაპარაკებები გადადო

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" გუნდის ცენტრალურ მცველთან, კლემან ლანგლესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით გადადო. ამის მიზეზი კორონავირუსის განდემიით გამოწვეული კრიზისია.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ფრანგი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და მასთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა კატალონიელები აიძულა, 25 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გადაედო. "ბარსელონა", ამჟამად, ლანგლეს გაუმჯობესებულ კონტრაქტს ვერ შესთავაზებს.

ლანგლე მიმდინარე სეზონში "ბარსას" ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა და მან ბევრი გრანდის ყურადღებაც მიიპყრო. მიუხედავად ამისა, ფრანგ მოთამაშეს სხვა კლუბების შემოთავაზებებით დაინტერესებული არაა და მას მხოლოდ "ბლაუგრანაში" დარჩენა სურს.

კლემან ლანგლეს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 29 ივლისი 2020 23:32
    0
    ამის ხელიდან გაშვებაც უნდათ?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა