"ბარსელონამ" მატია დე შილიოსთვის 10 მილიონი გაამზადა
- 28-07-2020, 22:26
-
DaviD_ViLLa_7
- 5

"ბარსელონა" "იუვენტუსის" მარჯვენა მცველის, მატია დე შილიოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ისევ აკვირდება.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი "ბიანკონერის" დაუკავშირდა და ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, დატოვებს თუ არა ნელსონ სემედუ ან ჟუნიორ ფირპო გუნდს.
თუმცა, საპირისპირო ცნობებს ავრცელებს Mundo Deportivo. კატალონიელი ჟურნალისტები იტალიური წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და იტყობინებიან, რომ "ბლაუგრანა" 27 წლის ფეხბურთელით დაინტერესებული აღარაა.
მატია დე შილიომ მიმდინარე სეზონში ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ნდობა დაკარგა. მან მხოლოდ 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი იტალიელი სპეციალისტის გეგმებში აღარ შედის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]