"სევილიას" ნახევარმცველი: ჩემთვის მესი მხოლოდ მეტოქეა
- 28-07-2020, 21:28
-
DaviD_ViLLa_7
- 3

"სევილიას" სერბი ნახევარმცველი ნემანია გუდელი "ბარსელონას" ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელი შემტევი ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებისგან არაფრით განსხვავდება.
"ვიცი, რომ მესის წინააღმდეგ თამაშზე ბევრი ბავში ოცნებობს, მაგრამ ის ჩემთვის მხოლოდ მეტოქეა. ლიონელს დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ მასსა და ლა ლიგაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელს შორის განსხვავება არაა.
გავუცვლიდი მესის მაისურს? ამაზე არც მიფიქრია", - ციტირებს გუდელის სიტყვებს Mundo Deportivo.
სეზონის განახლებიდან რამდენიმე დღეში, ლა ლიგის 30-ე ტურში, გუდელმა "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშა. სერბმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი მშობლებისთვის ეს განსაკუთრებული დღე იყო: "ყოველთვის ვცდილობ, რომ განვვითარდე. ამით ისე ვარ დაკავებული, რომ ზოგჯერ სხვა რაღაცები მავიწყდება. თუმცა, უეცრად მშობლების სახეზე სიამაყე შევამჩნიე. დედაჩემმა სიხარულისგან მკლავებში ჩამიკრა. ეს უმშვენიერესი მომენტი იყო. უფრო მეტს უნდა მივაღწიო".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]