"მილანი" "ბარსას" მარჯვენა მცველისთვის ბრძოლას ისევ აპირებს

  • 28-07-2020, 00:31
  • WinGs
  • 5
"მილანი" "ბარსას" მარჯვენა მცველისთვის ბრძოლას ისევ აპირებს

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების პირველი ფაზის შემდეგ "მილანმა" "ბარსელონასა" და ემერსონის წარმომადგენლების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, "როსონერი" კატალონიური გუნდის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას მაინც განაგრძობს. ინფორმაცია Mundo Deportivo-ს ეკუთვნის. 

ბონუსებისა და ემერსონის მოქმედი კლუბის, "ბეტისისთვის" გადასახდელი კომპენსაციის გათვალისწინებით, "ბარსა" 30-32 მილიონ ევროს ითხოვს, "მილანს" კი, ჯერჯერობით, ტრანსფერისთვის მაქსიმუმ 22 მილიონის გამოყოფა შეუძლია. 

წყაროს ცნობით იტალიელები დანებებას არ აპირებენ და ფეხბურთელის შეძენას უახლოეს დღეებში ისევ შეეცდებიან. 

მართალია, ემერსონი "ბარსელონას" საკუთრებაშია და "ბეტისში" იჯარით თამაშობს, მაგრამ "ბლაუგრანა" მის ტრანსფერს დამოუკიდებლად იქამდე ვერ განახორციელებს, სანამ იჯარის 2-სეზონიანი პერიოდი არ დასრულდება. თუ "ბარსა" ფეხბურთელის გაყიდვას მაინც მოისურვებს, ჯერ "ბეტისისთვის" 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 14 აგვისტო 2020 13:16
    0
    სემედუზე კარგი ნაღდად არაა. პროსტა ცხოველია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 ივლისი 2020 16:48
    0
    ერთი ესაა სემედუზე მაგარი და მეორე უჩა ლობჟანიძე ჯობია კაფუს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 28 ივლისი 2020 10:56
    1
    დააბრუნეთ სემედუს ნაცვლად. არაა ცუდი თანხა 30-32 მლნ მარა ძაან მოუმატა ბეტისში და შანსს მივცემდი აუცილებლად
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 ივლისი 2020 10:33
    1
    ციტატა: InFiNiTe8
    გასაყიდი კაცი არაა ეგ...

    იდეაში ეს სემედუსაც აჯობებს და რობერტოსაც. თქნ 30-9 რა უბედურებაა ასეთი პერსპექტიული ფლანგელი ბევრი არ არის დღეს. მუ ბართო თავის სტიქიაშია რას ვერჩით. მისია აქვს ყიპს და მიყვება ნელ ნელა გუნდის გაფარჩაკებას
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 ივლისი 2020 10:11
    1
    გასაყიდი კაცი არაა ეგ...