ტერ შტეგენი არდადეგებიდან დაბრუნდა

  • 27-07-2020, 17:02
  • ტერ შტეგენი არდადეგებიდან დაბრუნდა

    კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის დასრულების შემდეგ, ერთკვირიანი დასვენება აიღო. შვებულება ფეხბურთელებმა ენერგიის აღსადგენად გამოიყენეს.

    მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც კვირას იბიცაზე ატარებდა, ქალაქ ბარსელონაში დღეს დაბრუნდა.

    ჩამოსვლისას, მას ჟურნალისტებმა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის განახლების თაობაზე კითხვა დაუსვეს, რასაც მომღიმარმა გერმანელმა შემდეგნაირად უპასუხა: "ვნახოთ, რა მოხდება".

    აქამდე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მარკის კლუბში კიდევ ბევრი წლით დატოვება ახლა მათთვის პრიორიტეტულია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    27 ივლისი 2020 17:25

    შტეგო გუნდში 5-7წელი მინიმუმ იქნება, მეკარის პრობლემა მოგვარებულია, ისე აჩკარიკამ რამე კომბინაცია თუ არ ჩაატარა

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV