ბართომეუ "კამპ ნოუს" ახალ სახელწოდებას ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს

  • 27-07-2020, 03:34
  • ბართომეუ "კამპ ნოუს" ახალ სახელწოდებას ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს

    "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, პრესასთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ "კამპ ნოუს" სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ჩემპიონთა ლიგის სეზონის შემდგომ გააკეთებს. 

    "ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან ორ უმსხვილეს კომპანიასთან, "კამპ ნოუს" სახელწოდების შეცვლის თაობაზე. საუბარია საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც ბაზირებულია კატალონიაში. მოუთმენლად ველი, რათა ეს ფაქტი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გამოვაცხადო." - ბართომეუს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს. 

    პრეზიდენტის განცხადებით, "ბარსელონა" მიღებულ ფინანსებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    27 ივლისი 2020 17:17

    მთავარი რამე ეტიჰადი ან ემირატები არ დაარქვას. ისე სურათზე რა პატარაა და მოედნიდან რო ახედავ ტრიბუნებს დასასრული არა აქვთ, ჩვენი დინამო მაგასთან შედარებით სათამაშოა. ისე კომეტატორის კაბინა პირდაპირ ჭერშია რა, მოკუზული უნდა ახვიდე პატარა კიბეზე, და იქიდან კიდევ მოედანი სპიჩკის კარობკის ზომა ჩანს.

    1
    გასულია
    o.dembele11 გულშემატკივარი [?]

    27 ივლისი 2020 15:06

    Ბართუშა ერთი იცოდე ლიგას თუწააგებ ისევ შენც და სეტიენ საც დაგერხევათ

    0
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    27 ივლისი 2020 07:54

    გუშინ პენალდომ პენალტი ვერ გაიტანა არადა რომ გაეტანა შანსს იტივებდა ოქროს ბუცზებრძოლაში და მისდა სამწუხაროდ ჩირო იმობილემ პენალტი და ორი გოლი გაიტანა და უკვე 34 გოლი აქვს და ორი ტური კიდე წინაა პენალდოს სამი გპლით ასწრებს და ერთი გოლის გატანის შემთხვევაში ლევანდოვკსი მოიგებს სამში გრძელს ხოდა ელ პისტოლეტოს მაგრად გაუსწორდება <3

    10
    --------------------
    შტეგენის წყევლა - 2016 წლიდან დღემდე!
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    27 ივლისი 2020 07:42

    რა სახელის ცვლილება,
    თავისი ინტრესების გამო გუნდი ხო შეიწირა ახლა ისტორიას ართმევს


    ბართოლენდს იმედია არ დაარქმევს

    8
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV