"ბარსა ბ-ს" მცველი გადამწყვეტი მატჩის წინ

"ბარსა ბ-ს" მცველი გადამწყვეტი მატჩის წინ

დღეს, "ბარსელონას" სარეზერვო გუნდი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. "ბარსა ბ" "საბადელს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში სეგუნდა დივიზიონში აღზევდება. 

როგორც იცით, გუნდს ორი ლიდერი ვერ დაეხმარება: რიკი პუჩი და ანსუ ფატი კიკე სეტიენის განკარგულებაში არიან და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან. 

შეხვედრის წინ კომენტარი "ბლაუგრანას" მარჯვენა მცველმა, დანი მორერმა გააკეთა. 

"მართალია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ იმ რესურსს ვენდობით, რაც გვაქვს. ჩვენი კოზირი ისაა, რომ დიდი იმედებით აღსავსე და მონდომებული ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. 

"საბადელი" რთულად დასამარცხებელი მეტოქეა, მაგრამ მშვიდად ვართ და ვაპირებთ ისე ვითამაშოთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა". - თქვა ესპანელმა. 

"ბარსა ბ"-"საბადელის" მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 26 ივლისი 2020 22:11
    0
    სად ვუყურო ?ჩამიგდეთ რა გთხოვთ?
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 ივლისი 2020 21:14
    4
    ლინკი ჩააგდეთ რა
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 ივლისი 2020 21:09
    5
    სად შეიძლება ვუყურო ბარსა ბ-ს თამაშს?