ფრანსიშკუ ტრინკაუს გულისამაჩუყებელი გამომშვიდობება "ბრაგას"

ფრანსიშკუ ტრინკაუს გულისამაჩუყებელი  გამომშვიდობება "ბრაგას"

ფრანსიშკუ ტრინკაუ "ბრაგას" ემშვიდობება, რადგან მომავალი სეზონიდან "ბარსელონას" მაისურის მორგების შესაძლებლობა ექნება. როგორც იცით, ფეხბურთელმა პორტუგალიელი კლუბის რიგებში უკანასკნელი შეხვედრა უკვე ჩაატარა და თავის გამოჩენა საგოლე გადაცემით შეძლო.

20 წლის ტალანტი Instagram-ის პირადი გვერდის საშუალებით გულისამაჩუყებელ მესიჯს ავრცელებს:

"მნიშვნელობა არ აქვს, სად წავალ, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. დამშვიდობებისას, იმ სიამოვნებასა და სიამაყეს გავიხსენებ, რომელიც ამ 9 წლის განმავლობაში "ბრაგაში" თამაშისას მივიღე. ამ კლუბში ჩამოვყალიბდი არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ - როგორც პიროვნება. დიდი პატივი იყო, 9 წლის განმავლობაში ასეთი დიდი კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. შეუძლებელია, გუნდში არსებული გასაოცარი სტრუქტურა დაივიწყო, რომელიც პრეზიდენტმა ანტონიო სალვადორმა ჩამოაყალიბა.

ვერ დავივიწყებ იმ პროფესიონალებს, რომლებთანაც კონტაქტი მქონდა (მათ შორის მწვრთნელებთან, კლუბის შტაბთან და, რა თქმა უნდა, თანაგუნდელებთან) და ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც ამ თავგადასავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ყოველი მომენტი ინტენსიური, ხოლო აწ უკვე ნოსტალგია გახლავთ, რომელსაც ყოველთვის გავიხსენებ. ვგულისხმობ პერიოდს ვარჯიშებზე, პროფესიონალურ დონეზე დებიუტს და დღეს, როცა პრიმეირა ლიგაში პირველად ვითამაშე. რასაკვირველია, არ დამავიწყდება გოლები და ლიგის თასის მოგებაც, რომელიც ფანებთან ერთად აღვნიშნეთ.

"ბრაგას" მაისურით ჩატარებული რამდენიმე მატჩისა და ისტორიის შექმნის შემდეგ, დროა, ჩემი კარიერისა და ცხოვრებისთვის აუცილებელი, ახალი გამოწვევები მივიღო, რა თქმა უნდა, ყველა იმ მომენტთან ერთად, რომელიც ჩემს გულში დარჩება.

დამშვიდობება ახალი ეტაპის დასაწყისია. იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი აქ ყოფნის ჟამს მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვუთხრა: მადლობა!

ოდესღაც მებრძოლი, სამუდამოდ მებრძოლად დავრჩები!".

[media=https://www.instagram.com/p/CDGr3Xqjubb/]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ივლისი 2020 22:47
    3
    აბა შენ იცი ისტორია უნდა დაწერო ბარსაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued