რა ხდება მესის, სუარესის, ტერ შტეგენისა და სეტიენის კონტრაქტებთან დაკავშირებით

რა ხდება მესის, სუარესის, ტერ შტეგენისა და სეტიენის კონტრაქტებთან დაკავშირებით

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემაზე, მოთამაშეებისა და მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის კონტრაქტებზე ისაუბრა:

"ლეო მესის გარშემო აგორებული ჭორები? არგენტინელს ჩემთვის აქამდეც ბევჯერ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება "კამპ ნოუზე" სურს და ეჭვი არ მეპარება, რომ კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი? მისი კონტრაქტის განახლებაზე მუშაობა ახლა ჩვენთვის პრიორიტეტულია. გერმანელი არამარტო კარგი ფეხბურთელია, არამედ შესანიშნავი პიროვნებაცაა. ის "ბარსას" გასახდელ ოთახში სამაგალითო ადამიანია.

ლუის სუარესს შეთანხმებაში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, როდესაც ურუგვაელი "ბარსაში" გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს, კონტრაქტი ავტომატურად გაუახლდება.

ჩავი ერნანდესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ამჟამად ჩვენი გუნდის მწვრთნელი კიკე სეტიენია. კიკეს ვენდობი, რადგან ჩვენს სათამაშო მოდელს იდეალურად ეწყობა. ამასთან, საკმაოდ გამოცდილია და "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ჩემპიონთა ლიგაზე და მომავალშიც ის გაუძღვება", - აცხადებს ბართომეუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ივლისი 2020 22:05
    3
    გადაესკოჩე სეტიენს და ზღვაში გადახტით, სიმძიმე არ დაგავიწყდეს.
    Culé [?]
    #3 26 ივლისი 2020 18:40
    2
    ვაიმე დედააა,
    მოშორდი, წადი თუ გინდა ტებასის ადგილზე, გინდა ჯანდაბაში, მოუსავლეთში, ოღონდ წადი,
    წ ა დ ი ი ი . . . . . . 😚
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 ივლისი 2020 17:55
    1
    აბა რა სეტიენი გუნდს რა მაგრა ეწყობა განსაკუთრებით მესის
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 ივლისი 2020 15:54
    0
    ტერ შტეგენი მესი და სუერრესი რო წავიკითხე კაი იყო. მარა სეტიენზე რო გადავედი კიდევ უფრო დავრწმუნდი რო მაგას შ..... ვს!!!
    --------------------
    Always basca