სამუელ უმტიტის არაერთი მსურველი გამოუჩნდა

სამუელ უმტიტის არაერთი მსურველი გამოუჩნდა

Mundo Deportivo-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელით ინგლისური და ფრანგული კლუბები, კერძოდ, "არსენალი", "ვესტ ჰემი", "ევერტონი", "მარსელი", "რენი", "ლიონი" ინტერესდებიან.

უმტიტისთან დაკავშრებით აქამდე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა. Sport-ის ცნობით, კატალონიურ გუნდს სამუელის გაშვება უნდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, ფეხბურთელის ტრავმიანობაა, Mundo Deportivo კი იტყობინება, რომ ფრანგი მოთამაშე "ბლაუგრანას" დატოვებას არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" უმტიტის შეცვლას რონალდ არაუხოთი გეგმავს. კატალონიელები, ასევე, "მანჩესტერ სიტის" ამომავალი ვარსკვლავის, ერიკ გარსიას დამატებას ცდილობენ.

სამუელ უმტიტის "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 25 ივლისი 2020 23:29
    0
    უმტიტი ბარსადან წავა და ლიონში გადავა ან რენში? სულ მაგაზე ოცნებობს მანდ ხურდა ხელფასს დასთანხმდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ივლისი 2020 19:56
    0
    ამათგან ასტრონომიულ თანხებს არავინ გადაიხდის ჯობია ისევ ლიონში წავიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #3 25 ივლისი 2020 19:33
    0
    არსენალში❤🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿
    ფანი [?]
    #2 25 ივლისი 2020 18:45
    3
    გარსია ტოდიბოს ჯობია ეგრე რადიკალურად? არამგონია
    Culé [?]
    #1 25 ივლისი 2020 17:57
    4
    ეეჰ არადა როგორ იმედებს ვამყარებდი ამაზე. მასკე რო მიდიოდა მეთქი კიდე კარგახანი დაცვის ცენტრში პრობლემა აღარ გვექნებათქო მარა რეალურად ამან მსოფლიო ჩემპიონობას შესწირა მთელი კარიერა.