ლაუტაროს ტრანსფერი - "ბარსელონა" სიმშვიდეს ინარჩუნებს

  • 25-07-2020, 10:36
  • ლაუტაროს ტრანსფერი - "ბარსელონა" სიმშვიდეს ინარჩუნებს

    ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" პრიორიტეტების სიაში ხან არის მოხსენიებული, ხან არა, მაგრამ აშკარაა, რომ არგენტინელის ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი საგა იქნება.

    ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის არგენტინელი "ბარსელონას" პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე არ იქნება. ასევე ცნობილია, რომ "ბარსამ" და "ინტერმა", ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 111 მილიონი ევროს 4 ოქტომბრამდე შენარჩუნებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

    ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "ინტერი" არგენტინელთან, ახალი კონტრაქტის თაობაზე, მოლაპარაკებებს იწყებს. თუმცა, Sport-ის ცნობით, ამის მიუხედავად, "ბარსელონა" სიმშვიდეს ინარჩუნებს. კატალონიელებმა იციან, რომ ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" თამაში აქვს გადაწყეტილი და დარჩენილი მხოლოდ "ინტერთან" მოლაპარაკებაა.

    კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები 2 აგვისტოს განახლდება. თუმცა, ტრანსფერის დასრულება ჩემპიონთა ლიგის დამთავრებამდე მოსალოდნელი არაა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV