დავიდ ვილია სექსუალურ სკანდალში გაეხვა
- 24-07-2020, 23:45
-
ჯერემი რენერი
- 3

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი, დავიდ ვილია, სექსუალურ სკანდალში გაეხვა. ცოტა ხნის წინ, "ტვიტერის" გვერდზე ერთ-ერთმა იუზერმა და ამერიკული კლუბის ყოფილმა სტაჟიორმა (სახელად Skyler) განაცხადა, რომ "ნიუ-იორკ სიტიში" თამაშის დროს, ვილია მას სექსუალურად ავიწროებდა.
ესპანელის ყოფილმა კლუბმა უკვე დაადასტურა, რომ გამოძიება დაწყებულია. თავად ვილიამ კი აღნიშნული ინფორმაცია Marca-სთან ინტერვიუში კატეგორიულად უარყო.
"ეს ბრალდებები სრული სიცრუეა და მე ამას გამოვრიცხავ." - ვილიამ ასევე განაცხადა, რომ სქაილერ ბ კლუბში სტაჟიორად მაშინ მოვიდა, როდესაც ფეხბურთელმა "ნიუ-იორკ სიტი" დატოვა.
"მეგონა, რომ ცხოვრების შანსი მივიღე, როცა სტაჟირებაზე მიმიღეს. მაგრამ იქ გადავაწყდი დავიდ ვილიას, რომელიც ყოველდღე ხელით მეხებოდა. ჩემი ბოსები კი ფიქრობდნენ, რომ ეს ძალიან სასაცილო იყო. სპორტსმენთან წრეში ყოფნა მაშინებს. მთლიანად შევცვალე ჩემი კარიერა, რადგან იმ ყველაფერმა, რაც გადამხდა თავს, ოცნებები დამინგრია." - ნათქვამია გოგონას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვილია "ბარსელონას" ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]