"ბარსელონა" და პრეზიდენტი კიბერ-შეტევის მსხვერპლია

"ბარსელონა" და პრეზიდენტი კიბერ-შეტევის მსხვერპლია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით Delloit-მა "ბარსელონას" წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-შეტევა დაარეგისტრირა. 

როგორც ცნობილია, 3281-მა ბოტმა კატალონიური კლუბის წინააღმდეგ 19359 შეტყობინება და 23200 უარყოფითი ქმედება განახორციელა. საერთო ჯამში, აღნიშნული შეტყობინებები კლუბში ყველა სოციალური მედიის ურთიერთქმედების 12.5%-ს შეადგენს. კიბერ-შეტევის მთავარი მიზანი, კატალონიის დამოუკიდებლობის პოპულარიზაცია და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის რეპუტაციის შელახვა გახლდათ. 

სასაცილოა, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი პიარ კომპანიის დაქირავებაშიც დაადანაშაულეს, თუმცა დამოუკიდებელი აუდიტის კვლევით, კლუბში რაიმე სახის კორუფციული მტკიცებულება არ მოიძებნა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 25 ივლისი 2020 14:14
    0
    პოსტ ტვ-მ რო რამიშვილს დაესხას რაღაც ეგეთი ამბავია 🤣 🤣