"ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი: ფიგუს "რეალში" გადასვლა უკანონო იყო

"ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი: ფიგუს "რეალში" გადასვლა უკანონო იყო

ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილი ტრანფერიდან უკვე 20 წელი გავიდა. 20 წლის წინ, ლუიშ ფიგუმ "ბარსელონას" უღალატა და მადრიდის "რეალს" მიაშურა.

20 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს ჟოან გასპარი, რომელიც "ბარსელონას" პრეზიდენტი ფიგუს გუნდიდან წასვლის წინა დღეს გახდა.

"ფლორენტინო ძალიან ოსტატურად, მაგრამ უკანონოდ მოიქცა. ეს იყო საქმე, რომელსაც სასამართლოში მოვიგებდით, მაგრამ ფიგუ შეშინებული იყო, რადგან ფიქრობდა, რომ მადრიდელებს შეეძლოთ ის დაეჯარიმებინათ.

მე მას ყველანაირი სამართლებრივი გარანტია შევთავაზე, მაგრამ ის მაინც უკმაყოფილო იყო და ესპანეთის ბანკიდან გარანტიას ითხოვდა. შუაღამე იყო, პრეზიდენტად ახალი არჩეული ვიყავი და თავს ასეთი რამ დამატყდა. ეს არ უნდა მომხდარიყო." - ციტირებს ჟოან გასპარის სიტყვებს Sport.

აქვე გთავაზობთ ჩვენს ძალიან საინტერესო სტატიას 20 წლის წინ განხორციელებული ტრანსფერის შესახებ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 ივლისი 2020 00:21
    0
    ბართუშას ღირსეული წინაპარია ეს ნაძირალა.9