"ნაპოლის" დიდი საფრთხე ელის - მესის გასაოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე
- 24-07-2020, 22:37
-
kraken
- 5

ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გატანილი გოლების მიხედვით, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
2007/08 სეზონიდან მესიმ ამ სტადიაზე 26-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდების კარის აღება.
ამ 26-დან 5 მან "ლევერკუზენს" ერთ შეხვედრაში გაუტანა. აღნიშნული დაპირისპირება კატალონიელებმა 2012 წელს 7-1 მოიგეს.
წინა სეზონში "ლა პულგამ" "ლიონის" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" გამართულ მერვედფინალში დუბლი შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა ნეაპოლში "სტადიო სან-პაოლო" უგოლოდ დატოვა, საშიანაო არენაზე გულშემატკივარი მისგან გატანილ გოლებს ელის.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. "ბარსელონა" მარცხდებოდა, წონასწორობის აღდგენა კი ანტუან გრიზმანმა მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]