Sport: "მილანი" მზადაა "ბარსელონას" ემერსონში 30 მილიონი გადაუხადოს
- 24-07-2020, 21:33
-
Writer
- 4

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონასა" და "ბეტისის" საერთო საკუთრებაში მყოფი მარჯვენა მცველის, ემერსონის აგენტები იტალიური "მილანის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ცნობილია, რომ "ბარსა" იტალიური გუნდისგან 30 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "როსონერი" ამ თანხის შემცირებას ცდილობდა. თუმცა, თუ Sport-ის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას დავუჯერებთ, "მილანი" ფეხბურთელში 30 მილიონის გადახდას დასთანხმდა.
2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მაშინ ჯერ კიდევ 20 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "ატელტიკო მინეიროდან" "ბარსელონამ" 12.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მალევე გაირკვა, რომ თანხის დაახლოებით ნახევარი "ბეტისმა" გადაიხადა, რომლის რიგებშიც ფეხბურთელი 2019 წლის ივლისში ჩაირიცხა.
"ბარსელონას" უფლება აქვს, 2021 წელს, ემერსონში 6 მილიონი გადაიხადოს და მისი უფლებები სრულად გამოისყიდოს. გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანას" იგივეს წელს გაკეთება 9 მილიონი ევრო დაუჯდება. თუ ასე მოხდა, მიმდინარე ზაფხულში, კატალონიელები იმედისმომცემი ბრაზილიელისგან 21 მილიონის მოგებაში დარჩებიან. და ეს ფეხბურთელში, რომელსაც "ბარსელონაში" ვარჯიშიც კი არ აქვს ჩატარებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]