სერჟი სამპერი: გარსია პიმიენტა შესანიშნავი მენეჯერია

სერჟი სამპერი: გარსია პიმიენტა შესანიშნავი მენეჯერია

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, სერჟი სამპერმა, რომელიც ამჟამად იაპონური "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს, ერთ-ერთ ინტერვიუში "ბარსელონა ბ-ს" მთავარ მწვრთნელზე, გარსია პიმიენტაზე ისაუბრა. 

"ის შესანიშნავი მენეჯერი და სპეციალისტია, მრავალი წლის განმავლობაში პიმიენტა ძალიან ბევრს მუშაობდა. მას შეუძლია, პირველი გუნდის გაწვრთნა, მას აქვს ყველა კონცეფცია და კარგად იცის მოთამაშეებთან ურთიერთობა. იმედი მაქვს, რომ გარსია ამ შესაძლებლობას მალე მიიღებს, ის დიდი ხანია ამას იმსახურებს." - სამპერის სიტყვებს COPE ციტირებს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაიწერა, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიკე სეტიენს სწორედ პიმიენტა ჩაანაცვლებს, 45 წლის სპეციალისტმა სარეზერვო გუნდი უკვე გაიყვანა სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელი ფლეი-ოფის ფინალში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.