"ბარსელონა" - ლა ლიგის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც VAR-მა ყველაზე მეტად დააზარალა
- 24-07-2020, 20:44
-
ჯერემი რენერი
- 3

ლა ლიგის 2019/2020 სეზონში, 38 შეხვედრაში VAR-მა "ბარსელონას" სასარგებლოდ მხოლოდ 5 გადაწყვეტილება მიიღო, კატალონიელების წინააღმდეგ კი ვიდეო რეფერი 9-ჯერ გამოირჩა, იტყობინება Diario AS.
ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებებით (10-ჯერ) "ბარსელონაზე" მეტჯერ ლა ლიგის მხოლოდ 2 გუნდი "დაზარალდა": "ხეტაფე" და "მალიორკა". აღნიშნული გადაწყვეტილებები მოხშირდა სეზონის მიწურულს, როდესაც "რეალი" გამარჯვებებს აგრძელებდა, ამას კი არბიტრების საეჭვო გადაწყვეტილებებიც უწყობდა ხელს.
კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, არაერთხელ განაცხადა, რომ VAR უპირატესობას ყოველთვის ერთ გუნდს ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, AS-ის კვლევაში ნათქვამია, რომ "რეალს" ჩემპიონობა ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებების ფონზე არ მოუპოვებია, სტატისტიკა ასეთია: 6 გადაწყვეტილება "რეალის" სასარგებლოდ, 6 მადრიდელთა წინააღმდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]