ინიაკი პენია - პენალტების დიდოსტატი
- 24-07-2020, 19:52
-
josephk
- 3

"ბარსელონა ბ-ს" 21 წლის მეკარე, ინიაკი პენია, თერთმეტმეტრიანების მოგერიების განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა.
პენია "ბარსას" მეორე გუნდში ორი წლის წინ დააწინაურეს. ამ ორი სეზონის განმავლობაში, მისი კარის მიმართულებით 7 პენალტი დაინიშნა, საიდანაც პენიამ 4 მოიგერია, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია. გარდა ამისა, მან რამდენიმე დღის წინ, "ბადახოსთან" გამართულ თერთმეტრიანების სერიაშიც შეძლო მეტოქის დარტყმის მოგერიება.
"ბარსა ბ" სეგუნდა ბ-ს ფლეი-ოფის ფინალში "საბადელს" დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]