"მილანი" ემერსონის აგენტებს შეხვდა
- 24-07-2020, 18:30
-
josephk
- 5

"მილანი" "ბეტისის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ემერსონის, აგენტებს შეხვდა.
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ შედიან ფეხბურთელის აგენტები, გრაციანო ბატისტინი და სებასტიანო სალაროლი, კლუბის შენობაში. ასევე, ეს ადამიანები "ესპანიოლის" ესპანელი ნახევარმცველის, მარკ როკას, წარმომადგენლებიც არიან, რომელიც, მსგავსად ემერსონისა, "მილანის" ინტერესთა სფეროში იმყოფება.
Incontro in sede tra i dirigenti del #Milan e gli agenti di #Emerson Royal del #Barcellona, terzino che piace molto. Graziano Battistini e Sebastiano Salaroli della Promoesport, hanno in scuderia anche Marc #Roca, centrocampista seguito dai rossoneri @MilanNewsit pic.twitter.com/gol3iTgE1m
— Antonio Vitiello (@AntoVitiello) July 24, 2020
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" ემერსონის დათმობას მხოლოდ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ აპირებს, "როსონერი" კი ფასის შემცირებას ცდილობს.
"ბარსას" ემერსონის "ბეტისიდან" ამ ზაფხულში 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია, მომდევნო წელს ეს თანხა 6 მილიონი ევროა.
Mundo Deportivo-ს მტკიცებით, კატალონიური კლუბი, შესაძლოა, "მილანისგან" 25 მილიონ ევროს შემოთავაზებასაც დათანხმდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]