სკანდალი ესპანურ ფეხბურთში - ბართომეუ ხავიერ ტებასის ნაცვლად?

სკანდალი ესპანურ ფეხბურთში - ბართომეუ ხავიერ ტებასის ნაცვლად?

ესპანურ ფეხბურთში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რამაც, Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონაზე", შესაძლოა, პირდაპირ იმოქმედოს.

ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს, ინტერესთა კონფლიქტს ედავებიან. 2018 წელს, მან საფეხბურთო კლუბ "ფუენლაბრადას", საკონსულტაციო საქმიანობისთვის, 130 ათასი ევრო მოსთხოვა, რის შესახებაც, ლიგას ინფორმაცია არ მიაწოდა. ეს ამბავი ახლა გაირკვა და არაერთი ესპანური გამოცემის ცნობით, ტებასი, შესაძლოა, გადადგეს.

რა სარგებელი შეიძლება ნახოს მადრიდისტა ტებასის გადადგომით "ბარსელონამ"? თუ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტობის დროს, თავისი საფეხბურთო სიმპათიების გამო, ტებასი "ბარსელონას" ჩაგრავდა და ეს მორჩება, ცდებით - ხავიერს ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. სინამდვილეში, საქმე გაცილებით უკეთაა - Mundo Deportivo-ს ცნობით, ტებასის გადადგომის შემთხვევაში, ლა ლიგის პრეზიდენტობისთვის კენჭს ჟოზეპ მარია ბართომეუ იყრის, რომელსაც, ამ პროცედურაში ჩასართავად, "ბარსელონას" პრეზიდენტობის პოსტის დატოვება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს.

როგორც მოგწონთ ასეთი სცენარი?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 ივლისი 2020 18:41
    4
    კარგი ვარიანტი იქნება, გადადგეს და იქაც წააგოს. მერე ინერვიულოს და ინფაქტმა გლიჯოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 ივლისი 2020 23:36
    0
    აბსოლუტურად გენიალური ნიუსია აი ფანტასტიკა ! არ მინდა ხოლმე რომ დავიჯერო ეს შეთქმულების თეორიები მაინც მინდა რომ დადებითად ვიყო განწყობილი და სადა ბანაობთ 😂 😂 😂 😂 😂 პირდაპირი მტკიცებულება რომ მადრიდის კაცია გამოხტით ეხლა და ამტკიცეთ საპირისპირო .....მადრიდი დაუშვებს იმას რომ ლა ლიგის პრეზიდენტად (აირჩიონ არა !) დანიშნონ მადრიდის საპირისპიროდ განწყობილი კანდიდატი??!! 😂 😂 😂 😂 😂 ჰოდა რა განხვავებაა (ზოგადად) საქართველოსთან ? 😂 😂 😂 😂 😂 პასუხი : ჰო უფრო " დახვეწილი " სიაფანდები არიან 😂 😂 😂 😂 😂
    Culé [?]
    #8 24 ივლისი 2020 16:01
    4
    იყაროს კენჭი, ვენაცვალე მაგას. არავინ ამას არ აირჩევს იმედია და ლა ლიგას არაფერი დააკლდება, ჩვენ კიდე გვეშველება ცოტა ადრე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 ივლისი 2020 15:51
    3
    ხა ხა, შიგნიდან ვერ დაშალა გუნდი და ეხლა ფედერაციიდან უნდა სცადოს ბარსას დანგრევა? მომკალით და მოგზავნილი მგონია ეს კაცი!
    Culé [?]
    #6 24 ივლისი 2020 14:07
    0
    რა სისულელეა ბარსა ხო ააყვავა ჩმორთომეუმ და ახლა ლა ლიგას ააყვავებს პირიქით არ უნდა მოხდეს მისი გაპრეზიდენტება თორემ ლა ლიგა სანტანდერი სერია ა და ლიგა 1 ს დაემგვანება უინტერესო გახდება ვარსკვლავები გუნდებს დატოვებენ
    Culé [?]
    #5 24 ივლისი 2020 13:23
    3
    ფიფას პრეზიდენტად გაუშვან ეს და ჩვენ კიორლინგს ვუგულშემატკივროთ ეგღა დაგვრჩება
    გიგი
    სტუმარი [?]
    #4 24 ივლისი 2020 12:57
    3
    შესანიშნავი სიახლეა, თუ გამართლდა.
    [?]
    #3 24 ივლისი 2020 11:46
    2
    ამ სტატიაში კარგი ის არის რომ ბართომეუ წავა, თორე თუ ლა ლიგის პრეზიდენტი გახდა ესეიგი იმენა პერესის კაცია სხვანაირად არჩევნებს ვერ მოიგებს. მერე მეორე, ეს ყველაფერი ერთი დიდი ჭორი და სისულელეა. რატო აურევვს მეფე ფლორო ყველაფერს როცა იდეალურადაა დალაგებული, ვაი თუ მერე ბარსას პრეზიდენტად კარგი ვინმე მოვიდა? თან ტებასი ისედაც ყველაფერს აკეთებს რეალის სასარგებლოდ და რატო შეცვლის რამეს მადრიდი. ისე ფუენლაბრადასთან ტებასს რო კონფლიქტი ქონდა აგერ რა უქნა, ბოლო ტურში კორონა დაუდასტურეს ფეხბურთელებს და ტური გააუქმეს, შედეგად ეგ გუნდი გადათამაშებაში ვეღარ მოხვდა. ან ქონდათ კორონა ან არა, მიდი და არკვიე, მთელი გუნდი კარანტინში გააქანეს. თამაში კიდე კი არ გადაიდო გაუქმდა. ამიტო ელჩე შევიდა გადათამაშებაში. დედა უტირა იმენა. იმედია ოდესმე მოვა დრო რო მაგას და ფლოროს ერთ საკანში გამოამწყვდევენ, რეალს კიდე სეგუნდა ბ ში ჩაუშვებენ სადაც ბარსა ბ-ეს ბულკად იქცევა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ივლისი 2020 11:31
    10
    ეუჰ დააწინაურა პერესმა?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 24 ივლისი 2020 11:27
    1
    რაც მალე გააჯ.. მით უკეთესი ,ჩანერგილი სლე ეს, ტიპს თავიდანვე ეტყობოდა სათაც მიყავდა გუნდი მაგრამ ამ დემოკრატიამ დაღუპა გუნდი , ყველაფერი პოლიტიკა გახადეს არადა ნეიმარის წასვლის შემდეგ უკვე გასაგდები იყო გუნდიდან უფრო ადრეც.