ვისი იმედი უნდა ჰქონდეს “ბარსას“ ჩემპიონთა ლიგაზე?

ვისი იმედი უნდა ჰქონდეს “ბარსას“ ჩემპიონთა ლიგაზე?

ჩემპიონთა ლიგა ზუსტად 7 აგვისტოს დაბრუნდება. "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "ნაპოლის" მიიღებს და ეცდება განმეორებით შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს.

ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი შანსი იქნება კატალონიელებისთვის, რათა სეზონი გადაარჩინონ.

განვლილი თამაშებისა და ნაჩვენები შედეგების მიხედვით, შეგვიძლია, ის 5 ფეხბურთელი გამოვყოთ, რომელთა ხარჯზეც "ბარსამ" წარმატებას უნდა მიაღწიოს.

1. ანსუ ფატი

მიმდინარე სეზონში მის აქტივში არსებული 7 გოლი და 1 ასისტი, შესაძლოა, არცთუ ისე შთამბეჭდავად ჩანს. თუმცა, მან ამ შედეგის დაფიქსირება საკმაოდ მცირე სათამაშო დროში მოახერხა. ერთ-ერთი გოლი მან სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე, მილანის "ინტერის" წინააღმდეგ გაიტანა.

2. რიკი პუჩი

პუჩი კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტია, რომელმაც კატალონიელთა გულშემატკივრების გული მარტივად მოიგო. "ალავესთან" შესრულებული ორი საგოლე გადაცემა იმის დასტურია, რომ "ბარსას" მისი გამოყენება არა მარტო საყრდენ ზონაში, არამედ მეტოქე გუნდების დაცვის ბარიერის გასარღვევადაც შეუძლია.

3. ანტუან გრიზმანი

ფრანგ ფეხბურთელს ადაპტაციის პრობლემები ჯერ კიდევ აქვს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნაკრებისა და გუნდისთვის გადამწყვეტ ფიგურას მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა. ამას გარდა, სწორედ მან მოახერხა ნეაპოლში გამათანაბრებელი გოლის გატანა, რომლის ფასიც "ბლაუგრანასთვის" უდიდესია.

4. ლიონელ მესი

ლეო უბრალოდ შეუდარებელია. გარდა გოლებისა, ის წლევანდელ სეზონში ასისტების ნამდვილ მანქანად იქცა. "ბარსელონას" კაპიტნის გავლენა, რა საკვირველია, უმნიშვნელოვანესი იქნება და ამას დიდი ახსნა არ სჭირდება. "ლა პულგამ" "ბარსას" მიერ გატანილი გოლების 53%-ში მიიღო მონაწილეობა.

5. მარკ ანდრე ტერ-შტეგენი

თუ ლეო, თავის ნიჭსა და შესაძლებლობას გუნდის წინა ხაზის დასახმარებლად იყენებს, იმავეს თქმა მარკზეც შეგვიძლია. ის გუნდის უკანა ხაზის მთავარი ნაწილია და არასტაბილური დაცვის გათვალისწინებით, მისი დამაჯერებელი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელებისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #8 24 ივლისი 2020 00:33
    3
    Ლიგაზე ბარსა სხვა თამაშს თამაშობს სიმშვიდე შეინარჩუნეთ
    ფანი [?]
    #7 24 ივლისი 2020 00:28
    0
    ციტატა: FloweN
    ციტატა: Griezzy7
    აი ნაპოლის გადავუვლით როგორც დორტმუნდს მოვუგეთ 3-1 აი ეგეთი თაამაში იქნება დარწმუნებულივარ. და როამბობთ ბაიერნი ამოგვტენისოო ეგ არდაიჯეროთ. ერთნაირი შემადგენლბა გვყავს თითქმის ნახევარი და შეტევა კარგი და დაცვა ჩვენც და ბაიერნსაც კატასწროფა ყავს მითუმეტეს ბაიერნის ყველა მცველი უფრო შემტევი სტილისაა ვიდრე დაცვითი. და 1-2 გოლს უეჭველი გავუტანთ მესიმ თუმოინდომა მეტსაც. ასე რომმ... ბაიერნს თუ გავცდით სიტი ან იუვეე გვხდება მერე. მანდ 50-50 ზეა რა. 💘

    იუვე ბევრად სუსტია ბაიერნთან შედარებით

    ყველა ერთ ფორმაშია არავინ არაა ფავორიტიი საერთოოდ და არ მგონია კომანი გნაბრი და მიულერი მასეთი ფაორიტები იყვნენ და მარტო ლევანდდოვსკიმ არ მგონია მოიგოს
    Culé [?]
    #6 23 ივლისი 2020 23:46
    1
    სუარესი?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #5 23 ივლისი 2020 23:44
    3
    პუჩის და ფარის იმედი ლიგაზე რატომ უნდა გქონდეს? ან გრიზმანის? ყველამ იცის რომ თუ მესის და შტეგენს თამაში არ წაუვიდათ განწირულია ბარსა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ივლისი 2020 23:36
    1
    დე იონგიც და სემედუც შეგიძლიათ დაუმატოდ მაგ სიას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 23 ივლისი 2020 23:27
    3
    უეჭველი გავცდებით ნაპოლის ნახვამდული უნდა ვუთხრათ კამპ ნოუზე რეალს უჭირს და ნაპოლია დიდ გულზე? კარგით რაა ბრძოლა ბაზარი არაა იქნება ეცდება რამეს ნაპოლი მარა გამოეთიშება იასნად რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს ეს დიდი ალბათობით ბაიერნი იქნება სახიფათო შემადგენლობა ყავს ბაიერნს მათი გაცდენა ძალიან რთული იქნება ასე რომ ბიჭები მძიმე მატჩი გველოდება სახიფათოა ლევანდოვსკი პოლონელი არაჩვეულებვრივ ფორმაშია ითამაშებს კოუტინიოც ათიანის პოზიციაზე ვნახოთ მესისთან რას იზამს ერთი ერთზე სანახაობა კი იქნება მაგრამ შედეგი რა იქნება კაცმა არ იცის სიტი? გვარდიოლას ხელში მაგარ ფორმაშია სახიფათოა ესეც იუვენტუსი? გოლების მანქანა ყავს რონალდუ მონსტრი რომელიც არ ჩერდება ასე რომ ბიჭებო მაქსიმუმზე მაქსიმუმი უნდა დადონ ყველა ფეხბურთელმა ყველა მატჩში თუ გვინდა თასი აწიონ ფინალამდე რთული გზაა მაგრამ ბარსა მეტია ვიდრე კლუბი ვისკა ბარსა
    გულშემატკივარი [?]
    #2 23 ივლისი 2020 21:51
    4
    ციტატა: Griezzy7
    აი ნაპოლის გადავუვლით როგორც დორტმუნდს მოვუგეთ 3-1 აი ეგეთი თაამაში იქნება დარწმუნებულივარ. და როამბობთ ბაიერნი ამოგვტენისოო ეგ არდაიჯეროთ. ერთნაირი შემადგენლბა გვყავს თითქმის ნახევარი და შეტევა კარგი და დაცვა ჩვენც და ბაიერნსაც კატასწროფა ყავს მითუმეტეს ბაიერნის ყველა მცველი უფრო შემტევი სტილისაა ვიდრე დაცვითი. და 1-2 გოლს უეჭველი გავუტანთ მესიმ თუმოინდომა მეტსაც. ასე რომმ... ბაიერნს თუ გავცდით სიტი ან იუვეე გვხდება მერე. მანდ 50-50 ზეა რა. 💘

    იუვე ბევრად სუსტია ბაიერნთან შედარებით
    Culé [?]
    #1 23 ივლისი 2020 21:37
    2
    ნაპოლის კი გავცდებით მაგრამ მერე არ ვიცი