"ბარსელონა" პედრიზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

"ბარსელონა" პედრიზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

17 წლის პედრი გონსალესი, რომელიც "ბარსელონას" მალე შეუერთდება, მომდევნო სეზონისთვის მზადებას "ბლაუგრანას" პირველ გუნდთან ერთად დაიწყებს, კატალონიელები კი მასზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიური გამოცემა პედრის ყოფილი გუნდის, "ლას პალმასის" პრეზიდენტთან, მიგელ ანხელ რამირესთან საუბრის დეტალებს ავრცელებს. რამირესი დარწმუნებულია, რომ თუ "ბარსა ბ" სეგუნდა დივიზიონში აღზევდება, მის გუნდს პედრი იჯარით კიდევ დატოვების შანსი არ ექნება, რადგან 17 წლის ტალანტი სწორედ კატალონიელთა სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

"ლას პალმასის" პრეზიდენტი ასევე იტყობინება, რომ "ბარსელონა" აპირებს 17 წლის ფეხბურთელზე დოკუმენტური ფილმი გადაიღოს.

Sport-ის იმავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ პედრი წინასასეზონო მზადებას "ბარსელონას" პირველ გუნდში გაატარებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიმდინარე სეზონში მან თავი კარგად წარმოაჩინა.

პედრი ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია. შემტევი ნახევარმცველი "ბარსელონამ" გასული წლის სექტემბერში გაიფორმა და ერთი წლით მის იმჟამინდელ გუნდში, "ლას პალმასში" დატოვა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველის იჯარით დამატების სურვილს "ბაიერნი" და "გლადბახი" გამოთქვამენ, თავად ფეხბურთელს კი "ბარსას" პირველ გუნდში დარჩენა სურს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ივლისი 2020 23:34
    0
    რა ბარსა ბ მაგას ისევ ლას პალმასში დატოვონ ჯობია თუ პირველ გუნდში არ აპირებენ დაწინაურებას დატოვონ ისევ იქ სადაცაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 23 ივლისი 2020 20:12
    2
    პედრი და პედრო; არტური და არტურო-რამდენი დამთხვევაა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა