ტოდიბო, ალენია, კოუტინიო... რა ბედი ელით "ბარსას" განათხოვრებულ მოთამაშეებს?

ტოდიბო, ალენია, კოუტინიო... რა ბედი ელით "ბარსას" განათხოვრებულ მოთამაშეებს?

"ბარსელონას" შემადგენლობას ეკუთვნის 8 ფეხბურთელი, რომელმაც 2019/20 წლების სეზონი იჯარით სხვა კლუბებში გაატარა. კატალონიური რადიო RAC1-ის ცნობილი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ამ მოთამაშეების მომავალთან დაკავშირებით "ბარსას" გეგმებზე საუბრობს. 

კარლეს ალენია: "ბეტისიდან" დაბრუნების შემდეგ 22 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" აღარ დატოვებს. 

ხუან მირანდა: ესპანელი მარცხენა მცველი, რომელიც ბოლოს "შალკეს" რიგებში გამოდიოდა, მომდევნო სეზონში თამაშის პრაქტიკას ლა ლიგის რომელიმე კლუბში მიიღებს. 

რაფინია: "ბარსელონას" მისი შენარჩუნება აღარ სურს - ბრაზილიელი კლუბს საბოლოოდ დატოვებს. მოსალოდნელია, რომ მისი ტრანსფერი სერია ა-ში ან პრემიერ ლიგაში შედგება. 

ორიოლ ბუსკეტსი: 21 წლის ნახევარმცველი, რომელმაც "ტვენტე" უკვე დატოვა, ერთი სეზონით პრიმერა დივიზიონის რომელიმე კლუბს შეუერთდება. 

ჟან-კლერ ტოდიბო: მოსალოდნელია, რომ "ბარსელონა" ფრანგ ცენტრალურ მცველს აღარ დაიბრუნებს. მისი ტრანსფერის მსურველები ინგლისში უკვე გამოჩნდნენ. 

მუსა ვაგე: ამ შემთხვევაშიც ტრანსფერი ივარაუდება. სენეგალელი მარჯვენა მცველი, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს. 

ფილიპე კოუტინიო: "ბარსელონა" ბრაზილიელი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებს და "ბაიერნის" შემდეგ პრემიერ ლიგაში გაანათხოვრებს. 

ემერსონი: ბრაზილიელი მცველი ჯერ "ბარსას" წევრი ოფიციალურად არაა და იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ტრანსფერს ან იჯარას მოისურვებენ, მის ამჟამინდელ კლუბს, "ბეტისს", 6 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 23 ივლისი 2020 04:39
    1
    ემერსონი, ალენია, ტოდიბო, პედრი. ყველა დასაბრუნებელია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ივლისი 2020 00:27
    2
    ტოდიბო დააბრუნეთ დალშე ყველა გასაყიდია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 23 ივლისი 2020 00:06
    0
    ძალიან კაი გამიხარდა ეს ძალიან მომეწონა ალენიაზე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა