ესპანეთმა და "ბარსამ" კრუიფის ფილოსოფიიდან დიდი სარგებელი ნახეს - ჩავი

ესპანეთმა და "ბარსამ" კრუიფის ფილოსოფიიდან დიდი სარგებელი ნახეს - ჩავი

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი და ყატარული "ალ-სადის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ფიქრობს, რომ კატალონიური კლუბი და ესპანეთის ნაკრები იოჰან კრუიფის ფილოსოფიის გარეშე ნაჩვენებ დონეზე ვერ ითამაშებდა.

"დიდი პატივია, კრუიფს უკავშირდებოდე. იოჰანი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გავლენის მქონე პიროვნება იყო.

"მფრინავ ჰოლანდიელს" "ბარსასა" და "ფურია როხას" ბოლო 20-25 წლის პერიოდში მიღწეულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის. მან ორივე მათგანს დიდი სარგებელი მოუტანა.

იოჰანი კატალონიაში ჩამოვიდა და თამაშის სტილთან დაკავშირებული ფილოსოფია შეცვალა. კრუიფმა საფეხბურთო სამყაროში დისციპლინირებული სისტემა დანერგა, რომელიც დღესაც აქტუალური და გამოყენებადია.

ნიდერლანდელის მიერ "ბლაუგრანაში" გაწეული სამუშაოთი ვამაყობ. ის ჩემი კუმირი იყო, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ - როგორც ადამიანი. იოჰანმა მისი ინოვაციებით ბევრი ფეხბურთელი უკეთესი გახადა, რითაც ისინიც ამაყობენ", - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, კრუიფი "ბარსელონაში" 1973-1978 წლებში ასპარეზობდა, მწვრთნელის რანგში კი კატალონიურ გრანდს 1988-1996 წლებში წვრთნიდა. ასევე, ლეგენდარული ნიდერლანდელი 2009-2013 წლებში სათავეში კატალონიის ნაკრებს ედგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ივლისი 2020 02:26
    0
    დიახ. მსაჯრიდელებმა მადლობა გადაუხადონ კრუიფას გვარდიოლას და ბარსას ევროპის და მსოფფლიოს ჩემპიონები რომ არიან!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივლისი 2020 23:07
    2
    მოდი დროზე და დააბრუნე ბარსას ძველი სტილი და დიდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued